კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თამაზ თამაზაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

10 ოქტომბერი, 2012

შს მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი 10 ოქტომბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა. თამაზაშვილმა გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დილით დატოვა. საპატიმროსთან მას ოჯახის წევრები, მეგობრები და ყოფილი კოლეგები დახვდნენ.

ჟურნალისტებთან საუბრისას მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ უდანაშაულოა და უკანონოდ იმყოფებოდა პატიმრობაში. მისივე თქმით, აღშფოთებულია წინასაარჩევნოდ ტელევიზიებით გადაცემული სარეკლამო რგოლებით, თითქოს მას კავშირი ჰქონდა ქურდულ სამყაროსთან.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ პროკურორსა და მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება 9 ოქტომბერს დაამტკიცა.

სასამართლოს ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განაჩენით, თამაზ თამაზაშვილი მსჯავრდებულია ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში და მას 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თამაზაშვილი სასჯელს იხდიდა 2011 წლის 11 ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან.

ეს განაჩენი უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაეს სასამართლოში საქმის საკასაციო წესით განხილვისას მხარეებმა შეიტანეს საპროცესო შეთანხმება სასჯელზე.

უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, სასამართლომ მსჯავრდებულს დაწვრილებით განუმარტა უფლებები, შესაბამისად - სასამართლო დარწმუნდა, რომ დაცული იყო საპროცესო შეთანხმების დადების ყველა წინაპირობა. ამასთან, მხარეებმა (მსჯავრდებულმა, მისმა ადვოკატმა და პროკურორმა) სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათ შორის ნებაყოფლობით მოხდა შეთანხმება სასჯელზე.

უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება და მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თამაზ თამაზაშვილის ადვოკატის, შალვა თადუმაძის განცხადებით, საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიუხედავად, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„იგი თავს არ ცნობს დამნაშავედ, არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას, მაგრამ პროკურატურა წამოვიდა იმ შეთანხმებაზე, რომ აკმაროს სასჯელად ერთი წლის ვადა. შესაბამისად, თამაზაშვილს აღნიშნული ვადა გასდის 11 ოქტომბერს. თუმცა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, პატიმრებს ვადის გასვლამდე ერთი დღით ადრე ათავისუფლებენ“, - აღნიშნა თადუმაძემ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები