კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ საჩივრები ხელვაჩაურის სასამართლომ არ დააკმაყოფილა

12 ოქტომბერი, 2012

11 ოქტომბერს ხელვაჩაურის სასამართლომ ქედის საარჩევნო ოლქიდან შესული საჩივრების განხილვა დაასრულა. „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების გადასინჯვას, კერძოდ კი - ქედის საარჩევნო ოლქში 11 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას ითხოვდა. სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საჩივრებს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავდა.

იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნულ საარჩევნო ოლქში ბათილად ორი საარჩევნო უბნის შედეგები მაინც გამოცხადდებოდა, კანონის მიხედვით, იმ უბნებზე განმეორებითი კენჭისყრა უნდა დანიშნულიყო. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

კახაბერ სოფრომაძე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი: „11 უბნის ბათილად ცნობაზე უარი გვითხრეს. ჩვენს მიერ წარდგენილი არანაირი მტკიცებულება და  არგუმენტი სასამართლომ არ გაიზიარა. იყო როგორც პროცედურული დარღვევები, ასევე ოქმში უზუსტობები. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. არ ველოდებოდით ისეთი ხილული არგუმენტების უარყოფას, რაც წარმოდგენილი გვქონდა“.

„თუ გავითვალისწინებთ იმ მტიკიცებულებებს და არგუმენტებს, რაც ჰქონდა ჩვენს ოპონენტებს წარმოდგენილი, დარწმუნებული ვიყავი, სასამართლო ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანდა და გამარჯვებულად გამოაცხადებდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - მეტი სარგებელი ხალხს“. რეალურად სწორედ ასეც მოხდა“, - აღნიშნა ირაკლი ბარამიძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ქედის ოლქიდან, აჭარის უმაღლეს საბჭოში.

აჭარის 6 საარჩევნო ოლქიდან, „ერთიანმა ნაციონალურ მოძრაობამ - მეტი სარგებელი ხალხს“ 3 ოლქში გაიმარჯვა. ყველა მათგანი აჭარის მაღალმთიანი რაიონებია: ქედა, შუახევი და ხულო.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები