კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნების შემდეგ წყალტუბოს რეაბილიტაცია შეჩერდა

15 ოქტომბერი, 2012

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის განახლებითი სამუშაოები შეჩერებულია. ოფიციალურ მიზეზს ადგილობრივი ხელისუფლება ვერ თუ არ ასახელებს. პრეზიდენტმა კი  წინასაარჩევნო ვიზიტის დროს  წყალტუბოს სარეალიბიტაციო სამუშაობის დაწყება ოფიციალურად გამოაცხადა. ამ განცხადების  შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყალტუბოს რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაიწყო, რომელიც უახლოეს ერთ წელიწადში უნდა დასრულებულიყო.

მუნიციპალური განვითარების ფონდს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შიდა საქალაქო გზები, საფეხბურთო სტადიონი, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული შენობები და საფეხმავლო ხიდები უნდა გაეკეთებინა.

სამუშაოები საპარლამენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე დაიწყო, ხოლო არჩევნების შემდეგ შეჩერდა. ადგილობრივების თქმით, არჩევნების შემდეგ მუშები აქ მხოლოდ ერთი დღით გამოჩნდნენ და მალევე წავიდნენ. არჩევნებამდე კი სამუშაოები 24 საათის მანძილზე მიმდინარეობდა. 

მარი ტაბიძე, წყალტუბო

ახალი ამბები