კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სერგეი უდალცოვს „სააკაშვილის მთავრობის დაფინანსებით“ არეულობის ორგანიზებას ედავებიან

17 ოქტომბერი, 2012

რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, სერგეი უდალცოვის წინააღმდეგ, „სააკაშვილის მთავრობიდან მიღებული დაფინანსებით მასობრივი არეულობის ორგანიზების“ ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უდალცოვს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

როგორც სააგენტო წერს, ბრალდება სკანდალურ ვიდეოჩანაწერს ეფუძნება, სადაც „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერი პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებულ გივი თარგამაძეს ხვდება.

„მინსკში ფარულად ჩაწერილ ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ მსჯელობენ თარგამაძე, უდალცოვი და ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზე. კერძოდ, ვიდეოში ლაპარაკია რუსეთის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის კალინინგრადზე ოპოზიციური კონტროლის დაწესებაზე. როდესაც ვიდეო რუსულ მედიაში, კერძოდ არხ НТВ-ზე გავრცელდა, უდალცოვმა განაცხადა, რომ ჩანაწერი ყალბი იყო. ანალოგიური განცხადება გააკეთა გივი თარგამაძემაც და ჩანაწერს პროპაგანდა უწოდა. მიუხედავად ამისა, საგამოძიებო კომისიამ დაასკვნა, რომ НТВ-ს მიერ მოპოვებულ ჩანაწერში რაიმე სახის მონტაჟს ადგილი არ ჰქონია“, - წერს „როიტერი“.

უდალცოვმა თარგამაძესთან ნაცნობობაც უარყო, თუმცა განაცხადა, რომ „მემარცხენე ფრონტის“ ლეგალური დაფინანსების საკითხების განსახილველად აგვისტოში მართლაც შეხვდა რამდენიმე ქართველს, მათ შორის ვინმე გიორგი ვასილის ძეს.

„უკანასკნელი თვეების განმავლობაში მე ათობით ადამიანს შევხვდი - მათ შორის ქართველებს, ბელორუსებსა და უკრაინელებს, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს. პოლიტიკური ფიგურისთვის ეს სავსებით ნორმალურია. ზოგ შემთხვევაში, ჩვენ ვეძებდით ბიზნესმენებს, რომლებიც „მემარცხენე ფრონტს“ დააფინანსებდნენ, მაგრამ არასოდეს განგვიხილავს რაიმე ტიპის ძალადობრივი აქციები და არ მიგვიღია ინსტრუქცია ან დაფინანსება რომელიმე უცხოური სპეცსამსახურისაგან“, - აცხადებს უდალცოვი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები