კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თრუსოს უნიკალურ ხეობას და ტრავერტინებს განადგურება ისევ ემუქრება

18 ოქტომბერი, 2012
 
ნათია დანელიშვილი, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

თრუსოს ხეობაში ნახშირმჟავა აირის მომპოვებელი ჭაბურღილი, რომლის ამუშავებაც აგვისტოს ბოლოდან იგეგმებოდა, ჯერ არ ამოქმედებულა. როგორც მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს ჭაბურღილიდან CO2–ის მოპოვების ლიცენზიის მქონე კომპანიის შპს „კასარას“ მფლობელის მამამ გოჩა მალანიამ განუცხადა, ჭაბურღილი თრუსოს ხეობაში გზის გაკეთებისთანავე ამოქმედდება.

„თრუსოში გზა ჩამოიშალა, ჩამოინგრა, ვერ გაკეთდა, არ გაკეთდა და ამიტომ შეფერხდა ნახშირმჟავას მოპოვების პროცესი. როგორც გზა გაკეთდება, ჭაბურღილი ამოქმედდება, ანუ უახლოეს პერიოდში,“ – განუცხადა მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს გოჩა მალანიამ.
 
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ღუდუშაურის განცხადებით, კომპანიას თრუსოს ხეობაში ნახშირმჟავა აირის მოპოვებისთვის შესაბამისი დოკუმენტაცია და ნებართვა  გამგეობისთვის ჯერ არ წარუდგენია.
 
„თუ ნახშირმჟავას მოპოვება უნდათ, შესაბამისი დოკუმენტაცია და ნებართვა უნდა ჰქონდეთ, რომელიც გამგეობას უნდა წარმოუდგინონ. ჩვენთან ასეთი დოკუმენტაცია ჯერ არავის წარმოუდგენია“, – განუცხადა დავით ღუდუშაურმა მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს.
 
ეკოლოგების შეფასებით, თრუსოს მინერალური წყლების საბადოებში ნახშირმჟავა აირის მოპოვების განახლების შემთხვევაში, რეკრეაციული დანიშნულების უნიკალურ ხეობას და ტრავერტინებს განადგურება ემუქრება.
 
თრუსოს მინერალური წყლების საბადოებიდან CO2–ის მოპოვების ლიცენზია შპს „კასარას“ 2005 წლიდან აქვს. „კასარას“ მფლობელები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატის გოჩა მალანიას შვილი აკაკი მალანია და შპს „ქროსვეისი“ არიან, რომელიც სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“–ის მფლობელს თეიმურაზ უგულავას ეკუთვნის.
 
„კასარამ“ თრუსოს ხეობაში CO2–ის მოპოვებაზე 25–წლიანი ლიცენზია 2005 წლის 27 ოქტომბერს მიიღო. კომპანიას ნახშირმჟავა აირი გაზირებული სითხის სახით საგანგებო ჭურჭელში უნდა ჩამოესხა და მისი რეალიზაცია მოეხდინა. 2008 წლის 1 აგვისტოს, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გარემოს დამცველების პროტესტის გამო „კასარა“-ს თრუსოს ხეობაში წიაღით სარგებლობის ლიცენზია გაუუქმა, რადგან თრუსოს ცნობილი ტრავერტინები, მინერალური წყლებისგან წარმოქმნილი თეთრი, ნარინჯისფერი და მოვარდისფრო კიროვანი დანალექი, რომელიც ხეობაში უამრავ ტურისტს იზიდავს, გაშავდა. „კასარამ“ ლიცენზიის გაუქმების ბრძანება სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და ლიცენზიის გაუქმებიის თაობაზე ეკონომიკის სამინისტროს ბრძანება ბათილად სცნო.  

ახალი ამბები