კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრებსა და ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტს შორის სატელეფონო კავშირი განახლდა

18 ოქტომბერი, 2012
 
ელენე ჭუმბურიძე

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტს ნინო ანდრიაშვილს 2011 წლის ბოლოდან პატიმრები ტელეფონზე ვეღარ უკავშირდებოდნენ, რის გამოც იურისტი იძულებული გახდა, ტელეფონის ნომერი შეეცვალა. 

2011 წლის დეკემბერში სასჯელაღსრულების დირექტორისგან პატიმარზე ფიზიკური შეუაცხყოფის ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ პატიმარმა ტელეფონით თავად შეატყობინა ნინო ანდრიაშვილს, რის შემდეგაც იურისტი დაუყოვნებლივ წავიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და დააფიქსირა ცემის ფაქტი. ამის შემდეგ იურისტს პატიმრები ტელეფონზე ვეღარ ურეკავდნენ. 

ნინო ანდრიაშვილს პატიმრების ნათესავები დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მას პატიმრები ურეკავენ, ზარი ჩვეულებრივად გადის, მაგრამ ადვოკატი არ პასუხობს. ამ დროს ნინო ანდრიაშვილის მობილურ ტელეფონზე არც ზარის ხმა ისმოდა და არც შემომავალი ზარები იყო დაფიქსირებული. 

მოგვიანებით, როდესაც პატიმრები რეკავდნენ, იურისტის ტელეფონზე ზარიც აღარ გადიოდა. პატიმრებისთვის ეს ტელეფონის ნომერი მთლიანად დაიბლოკა. როგორც ნინო ანდრიაშვილი ამბობს, პატიმრების გარდა, ტელეფონზე ყველა უკავშირდებოდა - პროკურორები, მეგობრები, ნაცნობები... იურისტმა „ჯეოსელს“ მიმართა, სადაც უთხრეს, რომ მათ დაინტერესებაში არ იყო, აბონენტისთვის ნომერი დაებლოკათ. მან ასევე სასჯელაღსრულების სამინისტროსა და დეპარტამენტს მიმართა, სადაც ასევე უარყვეს მათი მხრიდან ნომრის დაბლოკვის მცდელობა. 

2011 წლის დეკემბერში, ტელეფონის დაბლოკვიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, როცა ადამიანის უფლებათა ცენტრმა ამის შესახებ მედიაში ინფორმაცია გაავრცელა, ნინო ანდიაშვილის ტელეფონზე კვლავ აღდგა პატიმრების ზარების შემოსვლა. თუმცა - მხოლოდ მცირე დროით. ერთი თვის შემდეგ ნომერი კვლავ დაიბლოკა და იურისტი იძულებული გახდა, მეორე ტელეფონი ეყიდა და სხვა ნომერი აეღო. პარალალურად, იგი ძველი ნომრითაც სარგებლობდა.

„ნომრის გამოცვლა სირთულეს წარმოადგენდა იმ მხრივ, რომ გარკვეული პერიოდი დამჭირდა, სანამ ყველა მსჯავრდებული გაიგებდა ჩემს ახალ ნომერს. ამის გამო დაბრკოლდა ჩემი რეაგირება სხვადასხვა დარღვევებზე. ნომრის დაბლოკვას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულები სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის წევრებთანაც აპროტესტებდნენ და სთხოვდნენ მათ, დახმარებოდნენ ამ პრობლემის მოგვარებაში“, - აცხადებს იურისტი. 

პერიოდულად პატიმრები ამოწმებდნენ, ხომ არ იყო ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის ტელეფონი ჩართული. ნინო ანდრიაშვილის თქმით, ეს პრობლემა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოგვარდა. ამჟამად მას მსჯავრდებულები ძველ ტელეფონის ნომერზე თავისუფლად უკავშირდებიან. 

ახალი ამბები