„რეალ ტივი“ 30 ათას ლარად გაიყიდა
18.10.2012
ტელეკომპანია „რეალ ტივის“ 100 პროცენტიანი წილის მფლობელმა ლია დოლიძემ 16 ოქტომბერს მაუწყებლის აქტივები 30 ათას ლარად (23 ათასი დოლარი) ლალი ეგაძეს მიჰყიდა.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ტელეკომპანიის ერთპიროვნული მფლობელი სწორედ ეგაძეა, რომელიც ამავდროულად ფლობს სამკაულების მაღაზია kamoss-ს და შპს „ზე-ლო“-ს.
ლალი ეგაძე ასევე არის ჟურნალისტთა საერთაშორისო კავშირ „ობიექტივის“ დამფუძნებელი.
რეალტივიმ საინფორმაციო გამოშვება პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეწყვიტა, საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გურამ დონაძემ ამის მიზეზად 24 საათიან საინფორმაციო ბადეზე გადასვლა დაასახელა .
არხზე ახალი ამბების გამოშვება დღემდე არ აღდგენილა.
Media.ge
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას