კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიზნესმენი ნაზი ალასანია აცხადებს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

19 ოქტომბერი, 2012

ბიზნესმენ ნაზი ალასანიას მტკიცებით, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. როგორც ალასანიამ 19 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი მისამართით მუქარის ზარები, პრესკონფერენციის ჩაშლის მოთხოვნით, განცხადების გაკეთებამდე 5 წუთით ადრეც განხორციელდა.

ბიზნესმენის განმარტებით, მისი დაშინება ბიძინა ივანიშვილითან ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ დაიწყო, როდესაც მან მცირე და საშუალო ბიზნესის ზეწოლაზე გაამახვილა ყურადღება.

„ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დროს მე გამოვთქვი მოსაზრება, რომ მცირე და საშუალო ბიზნესზე ზეწოლა ხორციელდება. ამის შემდეგ დაიწყო მუქარის ზარები და შანტაჟი ჩემი მისამართით. განსაკუთრებით გააქტიურდნენ ის პირები, ვინც მუქარითა და ძალით 1 ლარად დამატოვებინეს ჩემი წილი ბიზნესში“, - აღნიშნა ალასანიამ.

მისივე თქმით, „ფასტ პლუსის“ 45% მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი 1994 წლიდან იყო, ხოლო ამა წლის 27 აგვისტოს, ზეწოლის გამო აღნიშნული წილი 1 ლარად დაატოვებინეს. თუ ვის დაუთმო ქონება, ალასანიამ კონკრეტული პირების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები არიან და მუქარაც დღემდე მათგან ხორციელდება.

ბიზნესმნენი რამდენიმე დღეში სასამართლოში ჩივილს და კუთვნილი წილის დასაბრუნებლად ბრძოლას აპირებს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები