07:09, Sunday, 08.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„სახალხო ბანკის“ ყოფილ მფლობელებს „ლიბერთი ბანკმა“ და ეროვნულმა ბანკმა დიალოგი შესთავაზა

23.10.2012
„სახალხო ბანკის“ (ამჟამად - „ლიბერთი ბანკი“) ყოფილმა მფლობელებმა და დამფუძნებლებმა 19 ოქტომბერს დაანონსებული საგანგებო განცხადების გავრცელება გადაიფიქრეს. როგორც ბანკის ერთ-ერთმა ყოფილმა აქციონერმა, გიორგი გოგუაძემ  ბრიფინგზე განაცხადა, პრესკონფერენციის დაანონსების შემდეგ მათ დაუკავშირდნენ „ლიბერთი ბანკისა“ და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები და დიალოგი შესთავაზეს. შესაბამისად, მათი განმარტებით, ამ ეტაპზე ცალკეული შეფასებებისგან თავს შეიკავებენ, რათა ცალმხრივმა ფორმულირებებმა პროცესი არ დააზარალოს.

„აგრესიული გამონათქვამებით საუბარს არ ვაპირებთ. ჩვენ ვიწყებთ დიალოგს და შეფასებებზე მოგვიანებით მოგახსენებთ. საქმის კურსში ჩაგაყენებთ მოლაპარაკებებთან დაკავშირებითაც. კონსულტაციებიდან გამომდინარე, არ გავავრცელებთ დღეისთვის დაგეგმილ საგანგებო განცხადებას, რადგან არ გვსურს, ცალმხრივი ფორმულირებებით საუბარი“, - განაცხადა გოგუაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან არის მოწოდება, რომ ყოველგვარი გაუგებრობა მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს. შესაბამისად ჩათვალეს, რომ ამ ეტაპზე სწორედ ეს ფორმაა უკეთესი.

გარდა ამისა, გიორგი გოგუაძემ ჟურნალისტების წინაშე მოიბოდიშა, რომ მათი მოლოდინი ვერ გაამართლა და დღევანდელ პრესკონფერენციაზე საინტერესო ინფორმაცია ვერ მიაწოდა.
„სახალხო ბანკის“ ყოფილმა მფლობელებმა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხეს და პრესკონფერენციის დარბაზი დატოვეს.

ინფორმაცია, რომ ბანკის ყოფილი დამფუძნებლები ირინა ჯინჭარაძე, ალიონა კოვალენკო და გიორგი გოგუაძე განცხადებას გაავრცელებდნენ, 18 ოქტომბერს გავრცელდა.

„სახალხო ბანკი“ მისმა დამფუძნებლებმა 2009 წელს დათმეს. მაშინ ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტი 12,51 მილიონად გაიყიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბრიტანულმა საინვესტიციო ჯგუფმა შეიძინა.

ბანკი, რომლის სახელიც 2005 წელს მოსკოვში მოკლულ ქართველ ბიზნესმენს, მამუკა ჯინჭარაძეს უკავშირდება, 2002 წელს დაფუძნდა. „სახალხო ბანკის“ აქციონერები იყვნენ: გიორგი გოგუაძე (9,59%), რომელიც ჯერ კიდევ მოქმედ პარლამენტში ისნის მაჟორიტარად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შევიდა, აგრეთვე, ირინა ჯინჭარაძე (24,88%), შპს „სტარქორდ რესურსიზი“ (20,18%), ელენე კოვალენკო (20,18%) და სხვა წვრილი აქციონერები.

ბანკს მალევე „საქართველოს ბანკის“ ყოფილი გენერალური დირექტორი და 2007-2008 წლების პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ჩაუდგა სათავეში.

ინტერპრესნიუსი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC