კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაღაზიის მეპატრონის სკანდალური ჩვენება - როგორ აღმოჩნდა 2011 წლის 27 მაისს მაღაზიის სახურავზე ორი ცხედარი

24 ოქტომბერი, 2012
მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კომერციული ფართის მფლობელი ოლეგ ჟვანია 2011 წლის 27 მაისს იხსენებს, როდესაც საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ მაღაზიის სახურავზე გარდაცვლილთა ცხედრები აღმოაჩინეს.

ინტერვიუ ოლეგ ჟვანიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ მისცა. ჟვანიას განცხადებით, მას სამართალდამცავები აიძულებდნენ, ტყუილი ეთქვა, თითქოს ელექტროკაბელი იყო დაზიანებული, რომელზე შეხებამაც ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის გარდაცვალება გამოიწვია. 

„მაღაზიის სახურავზე მაჩვენეს კაბელი. ეტყობოდა, რომ ახალი გადაჭრილი იყო. მთხოვდნენ მეთქვა, თითქოს ეს კაბელი დამიზიანდა, წინა დღით დავუკავშირდი „თელასს“ და ვთხოვე კაბელის შეკეთება. ასევე მითხრეს, რომ 2 კაცი მოყვანილი გვყავს „თელასიდან“, რომლებიც დაგიდასტურებენ, რომ ისინი უნდა მოსულიყვენ აქ, მაგრამ მერე სხვა ობიექტზე გააგზავნეს და ეს დარჩა შეუკეთებელი და მოხდა უბედური შემთხვევაო. მე უარი ვთქვი - ამ საქმეს არ ჩამოვიკიდებ კისერზე-მეთქი, მით უმეტეს ვიცი, როგორ პირობებშია ეს ხალხი დახოცილი-მეთქი“, - აღნიშნა ოლეგ ჟვანიამ.

მისივე ინფორმაციით, ვინაიდან სამართლდამცავებმა სასურველი ჩვენება ვერ მიიღეს, იგი ხუთ დღეში საბუთების გაყალბების მოტივით დააპატიმრეს. 4 თვის განმავლობაში  ჯერ მე-8 საპყრობილეში, შემდეგ კი მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს.

„მე-8 საპატიმროდან 3 თვის თავზე მე-18 იზოლატორში გადამიყვანეს. ამ პერიოდში გამოიკვეთა, რომ არანაირი დანაშაული არ მედებოდა ბრალად. დამიძახეს ამ საპყრობილის კაბინეტში. მუშტებით, წიხლებით, ხელკეტებით მცემდნენ და რამდენჯერმე დავკარგე გონება. იატაკზე ვეგდე და წიხლებს მირტყამდნენ მუცელში, წვივებზე და მტკივნეულ ადგილებზე“,-აღნიშნა ოლეგ ჟვანიამ.

მაღაზიის დირექტორის, მაია ცუცქირიძის განცხადებით, მასაც ფაქტის გაყალბება და იგივე ჩვენების მიცემა მოსთხოვეს, რაც ოლეგ ჟვანიასგან სურდათ, მიეღოთ.

„სანამ ესენი რამეს მომთხოვდნენ, მე მეტროს თანამშრომლებმა მითხრეს, რომ ღამით მოიყვანეს და დილით წაიღეს ცხედრები. რომელიღაც თანამშრომელმა დაინახა, თუმცა არ ვიცი - ვინ. ამის შემდეგ მთხოვდნენ, მომეწერა აქტზე ხელი, რომ ადამიანების დაზიანებული კაბელით გარდაცვალება აგვეღო ჩვენ თავზე, თითქოს ისინი გარდაიცვალნენ დენისგან“, - განაცხადა მაია ცუცქირიძემ.

ოფიციალური ვერსიით, 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის შემდეგ სამართალდამცავებმა, მეტრო „თავისუფლებასთან“ მაღაზიის თავზე ორი გარდაცვლილი აღმოაჩინეს. მაშინ შსს-ში განმარტეს, რომ აქციის მონაწილეები გაქცევისას სახურავზე აღმოჩნდნენ და დაზიანებულ კაბელთან შეხებისას გარდაიცვალნენ.


ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები