12:29, Wednesday, 02.12.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გორის ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე ჯარისკაცების დასჯის მეთოდებზე საუბრობს

25.10.2012
გორის მე-5 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე „გურია ნიუსთან“ იმ ვითარებაზე და დასჯის დამკვიდრებულ მეთოდებზე საუბრობს, რამაც ამავე ბრიგადის 51-ე ბატალიონის რიგითი კობა მახარაშვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

როგორც სამხედრო მოსამსახურე, პირობითად გიორგი აცხადებს, დასჯისა და წამების მეთოდები ძირითადად სავალდებულო სამსახურში მყოფების მიმართ გამოიყენებოდა და შეთანხმებული იყო პირადად ბრიგადის მეთაურთან, ვიცეპოლკოვნიკ ხურციძესთან.

„მე-5 ბრიგადაში ჯარისკაცის დასჯის რამდენიმე მეთოდი გამოიყენებოდა. იყო ე.წ. ტრადიციული მეთოდები - „დამნაშავე“ ჯარისკაცის ცემა, გინება. იყო ასევე ორიგინალური მეთოდებიც, რასაც მარტო ჩვენს ბრიგადაში იყენებდნენ. სერჟანტები დასჯილ ჯარისკაცს აიძულებდნენ, ხელში დიდი ლოდი აეღო და სამზარეულოსკენ მიმავალი ნაწილის გარშემო ერბინა, ვიდრე ნაწილი სამზარეულომდე არ მიაღწევდა. ჯარისკაცებს წელზემოთ აშიშვლებდნენ, რიყის ქვებზე აწვენდნენ და აიძულებდნენ, ზურგით ეხოხა და ცურვის იმიტაცია გაეკეთებინა. ხშირად ყოფილა, როდესაც სამხედრო მოსამსახურეეები ჩაცუცქულები მიუყვანიათ სასადილომდე. ჯარისკაცებს შეუბრალებლად სცემდნენ. ხშირად ისინი ამ წამებას ვერ უძლებდნენ. მახსენდება ორი შემთხვევა, როდესაც სამხედროებმა ცემას და წამებას ვერ გაუძლეს და თვითმკვლელობის მიზნით ფანჯრებიდან გადმოხტდნენ. საბედნიეროდ, ისინი გადარჩნენ“, - აცხადებს მე-5 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე.

მისივე თქმით, მას მახარაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის სჯერა, რადგან მე-5 ბრიგადაში ადრეც არაერთ ჯარისკაცს ჰქონია თვითმკვლელობის მცდელობა.

გორის მე-5 ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის რიგით კობა მახარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა გორის რაიონულ სასამართლოში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სერჟანტ თენგიზ გელაშვილს ჯარიკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ედება ბრალი. განსასჯელის ნათესავები აცხადებენ, რომ გელაშვილი უდანაშაულოა. ბრალდების ფორმულირებას არც გარდაცვლილის ოჯახი ეთანხმება. მახარაშვილის დედას შვილის თვითმკვლელობის არ სჯერა. ის აცხადებს, რომ კობა მახარაშვილი ჯერ აწამეს, შემდეგ კი მოკლეს.

ინტერპრესნიუსი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC