კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა ბიძინა ივანიშვილს და დავით უსუფაშვილს ქვეყანაში რეალური თვითმმართველობის ჩამოყალიბების თაობაზე

25 ოქტომბერი, 2012

კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი -  ქართული ოცნების“ ლიდერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს,  ბატონ ბიძინა ივანიშვილს;
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს.

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დღის წესრიგში დადგა მმართველობის სისტემის რეფორმირების საკითხი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, სახელმწიფოს მართვის პროცესში საზოგადოების თანამონაწილეობის გაზრდა და საქართველოს კიდევ უფრო დაახლოება ევროატლანტიკურ სივრცესთან. ვფიქრობთ, ამ ამოცანის გადაჭრა შეუძლებელი იქნება თვითმმართველობის სრულფასოვანი რეფორმის მომზადებისა და გახორციელების გარეშე.

სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ყველა ხელისუფლება წარუმატებლად ცდილობდა, ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების ცენტრალურ ხელისუფლებაში მობილიზების გზით გადაეჭრა ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური პრობლემები. ამ პროცესის კულმინაცია იყო 2005-2006 წლებში გატარებული თვითმმართველობის რეფორმა, რომლის შედეგადაც, ქვეყანაში, ფაქტობრივად, აღდგა მართვის საბჭოური სისტემა, ქალაქებმა და სოფლებმა დაკარგეს შესაძლებლობა, თავად ეზრუნათ საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე და ისინი პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული გახადეს. ამ რეფორმით საბოლოოდ დასრულდა საქართველოში ერთპიროვნული და ერთპარტიული სახელისუფლო ვერტიკალის ფორმირება. ამ რეფორმის შედეგად, მივიღეთ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებისა და სურვილების აბსოლუტურად მოწყვეტილი ხელისუფლება, რომელიც ხშირად მხოლოდ ქვეყნის პირველი პირის მოსაზრებებიდან გამომდინარე, ადგილობრივი ინტერესებისა და საჭიროებების სრული იგნორირებით, უზარმაზარი საბიუჯეტო დანახარჯებით ახორციელებდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თვითმმართველობის ძირითადი პრინციპის - ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების სრული უგულვებელყოფის გამო, საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლებამ სწორედ იქ წააგო, სადაც ყველაზე მეტი პროექტი განახორციელა (ბათუმი, ბორჯომი, ქუთაისი, სიღნაღი და ა.შ.) ამრიგად, წინა ხელისუფლებათა მიერ რეფორმის გაუტარებლობა, მარტო სახელმწიფოს განვითარებას კი არ აფერხებდა, არამედ თავად ხელისუფლებას უქმნიდა პრობლემებს. ძალაუფლების მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებაში კონცენტრაციამ მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, როცა ადგილზე ნებისმიერი საკითხის მოუგვარებლობას მოსახლეობა ყველა შემთხვევაში ცენტრალურ ხელისუფლებას აბრალებს.

იმედს გამოვთქვამთ, რომ გაითვალისწინებთ წინამორბედების მიერ ამ მიმართულებით დაშვებულ შეცდომებს, შეასრულებთ წინასაარჩევნო დაპირებას და გადადგამთ ნაბიჯებს რეალური დეცენტრალიზაციისკენ.

თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს გამოცდილება ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ რეალური თვითმმარველობის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, სახელმწიფო მართვის პროცესში მოქალაქეების რეალური ჩართულობის უზრუნველყოფა და თავისუფალი საზოგადოების ფორმირება. ამასთან, კიდევ ერთხელ ნაჩქარევად, შემჭიდროვებულ ვადებში რომ არ მოხდეს აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება, აუცილებლად მიგვაჩნია, თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილი დრო ეფექტურად იქნას გამოყენებული რეფორმის მომზადებისა და გატარებისთვის, რისთვისაც მოგიწოდებთ, დროულად დაიწყოს შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები და უზრუნველჰყოთ ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. 
1. ირაკლი მელაშვილი  -ექსპერტი საარჩევნო და თვითმმართველობის საკითხებში; კოალიცია ”არჩევნის თავისუფლებისთვის”;
2. კოტე კანდელაკი  - ”სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი”;  კოალიცია ”არჩევნის თავისუფლებისთვის”;
3. დავით ლოსაბერიძე   - ”ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი”; კოალიცია ”არჩევნის თავისუფლებისთვის”;
4. უჩა ნანუაშვილი  - "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ; კოალიცია ”არჩევნის თავისუფლებისთვის”;
5. ია მამალაძე  - ”საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი”; კოალიცია ”არჩევნის თავისუფლებისთვის”; 
6. ელგუჯა ხოკრიშვილი - ”კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტი”; კოალიცია ”არჩევნის თავისუფლებისთვის”;
7. მაგდა პოპიაშვილი  - ”საქართველოს მედია კლუბი”; კოალიცია ”არჩევნის თავისუფლებისთვის”; 
8. ზვიად ქორიძე  - მედია ექსპერტი; კოალიცია ”არჩევნის თავისუფლებისთვის”;
9. გიორგი ხუციშვილი  ”კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი”; კოალიცია ”არჩევნის თავისუფლებისთვის”;
10. მუმან პატარაია - „ახალგაზრდული ცენტრი“; კოალიცია ”არჩევნის თავისუფლებისთვის”;
11. ქეთი ციხელაშვილი - ”ლიბერალური აკადემია”;
12. მანანა ქოჩლაძე  - ”მწვანე ალტერნატივა”;
13. ეკა გიგაური  -  ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”;
14. თამარ ჩუგოშვილი - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
15. ლაშა ტუღუში - გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი;
16. რევაზ საყევარიშვილი - ”ეკონომეტრი”;
17. ასლან ჭანიძე - ”თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” - ბათუმი;
18. პარმენ ჯალაღონია - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - ბათუმი;
19. მიხეილ ჩიტაძე - გორის საინფორმაციო ცენტრი;
20. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია;
21. ასოციაცია ,,ჭიათურელთა კავშირი" - ჭიათურა;
22. დემოკრატ მესხთა კავშირი - ახალციხე;
23. ორგანიზაცია "სხივი" - ხარაგაული;
24. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი - ოზურგეთი;
25. ზაალ მამალაძე - „თემი და თვითმმართველობა“;
26. გაზეთი „გურია ნიუსი“;
27. გაზეთი „21-ს ქვევით“ - გურია;
28. გაზეთი „სპექტრი“ - გურჯაანი;
29. გაზეთი “ხალხის გაზეთი“ - გორი;
30. გაზეთი „კახეთის ხმა“ - გურჯაანი;
31. გაზეთი „ახალი გაზეთი“ - ქუთაისი;
32. გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“ -  ახალციხე;
33. გაზეთი ”ჩემი ხარაგაული”;
34. გაზეთი ”მთავარი თემა სამეგრელოში” - ფოთი.

ახალი ამბები