25 ოქტომბერს ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს ბიზნესმენი რომან ფიფია შეხვდა. რომელიც კომპანიის ერთ-ერთი აქციონერია. შეხვედრაზე გაირკვა, რომ რომან ფიფია „ჯორჯიან მანგანეზში“ არსებულ სიტუაციას არ იცნობდა.
„ის რაც „ჯორჯიან მანგანეზში“ ხდებოდა, უპასუხისმგებლობას ვერ მივაწერთ. უბრალოდ, სათანადო სტრუქტურებიდან აღნიშნულ საკითხებზე დროული რეაგირება არ ხდებოდა. შესაძლოა, ეს ვინმეს ინტერესში შედიოდა კიდეც“, - განაცხადა რომან ფიფიამ.
მან მაღაროელებს ხელფასის 33%-იანი ზრდის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გაფიცულები აცხადებენ, რომ ეს შეთავაზება საკმარისი არ არის. ისინი ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ და მუშაობაზე უარს აცხადებენ. აღსანიშნავია, რომ მაღაროელების პარალელურად ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებიც გაფიცულები არიან.
მარი ტაბიძე, ჭიათურა