კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იუსტიციის ახალმა მინისტრმა სააკაშვილს მთავარი პროკურორის გადაყენების თხოვნით მიმართა

29 ოქტომბერი, 2012

ახალმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრეზიდენტ სააკაშვილს მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას გადაყენების თხოვნით მიმართა.

იუსტიციის სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, წულუკიანს სურდა, თავად ეცნობებინა  საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მთავარი პროკურორისთვის, მაგრამ ის ვერ შეხვდა მას, ვინაიდან ზოდელავა საქართველოში არ იმყოფება და უცნობია, როდის დაბრუნდება ის სამშობლოში. წულუკიანის წინამორბედმა, ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციაში მთავრობის გავლენიანი წევრი იყო, ასევე დატოვა ქვეყანა.

პრეზიდენტს უფლება აქვს დანიშნოს და გაათავისუფლოს მთავარი პროკურორი იუსტიციის მინისტრის თხოვნის საფუძველზე.         

ახალმა იუსიტიციის მინისტრმა ასევე სთხოვა პრეზიდენტს, ახალ მთავარ პროკურორად არჩილ კბილაშვილი დანიშნოს, რომელიც 18-წლიანი გამოცდილების მქონე ადვოკატია და ამჟამად კოალიცია „ქართული ოცნების“ არჩეული მაჟორიტარი დეპუტატია ბაღდათის ერთმანდატიან ოლქში.  

პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა გეგმავს, შეინარჩუნოს მთავარი პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში. თუმცა სურს, რომ მთავარი პროკურორის პოსტი იუსტიციის მინისტრისგან დამოუკიდებელი გახადოს და გაზარდოს პარლამენტის როლი პროკურატურასთან მიმართებაში.

მთავრობის პროგრამის თანახმად, იგეგმება ახალი წესის შემოღება, რომლის თანახმადაც მთავარ პროკურორს პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობით დანიშნავს.

იგივე პროგრამის თანახმად, მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლება შესაძლებელი იქნება ან იმპიჩმენტის პროცედურებით ან პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რასაც პარლამენტის თანხმობა დასჭირდება.

სივილ ჯორჯია

ორიგინალი

ახალი ამბები