კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრესკონფერენცია - არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მდგომარეობა

პრესკონფერენცია - არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მდგომარეობა

29 ოქტომბერს, ორშაბათს, 14:00 საათზე, წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში (მისამართი: თბილისი, ჭოველიძის ქ.10) გამართავს პრესკონფერენციას თემაზე:

არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მდგომარეობა

წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) ხელმძღვანელი ლელა ცისკარიშვილი და ცენტრის ფსიქოლოგი მაია ცირამუა პრესკონფერენციაზე მედიას გააცნობენ არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ამჟამინდელ მდგომარეობას. ასევე, საუბარი იქნება ავჭალის არასრულწლოვანთა სპეციალურ №11 დაწესებულებაში 2012 წლის 8 აგვისტოს მომხდარი არეულობის,  ე. წ. ”ბუნტის”  წინაპირობებისა და შედეგების გამოძიებასთან დაკავშირებულ რამდენიმე პრობლემაზე და აღნიშნულ „ბუნტში“ ბრალდებულ არასრულწლოვანთა ახლანდელ მდგომარეობაზე.

GCRT მოითხოვს, გადაიხედოს ე.წ. ბუნტში მონაწილე არასრულწლოვნების საქმეები და სასწრაფოდ მოხდეს მსჯავრდებულ არასრულწლოვანთა პირობების გაუმჯობესება, რათა მათ შეძლონ,  ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული უფლებებით. ცენტრი ასევე, სთხოვს როგორც ხელისუფლებას, ასევე საზოგადოებას, გასაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართ და უზრუნველყოს სასჯელაღსრულების დაწესებულების სააღმზრდელო დაწესებულებად ჩამოყალიბება, რომელიც ორიენტირებული იქნება არასრულწლოვანთა განვითარებაზე.

პრესკონფერენციაზე გავრცელდება GCRT-ის მიმართვა საქართველოს პარლამენტისადმი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
593947741- მაია ცირამუა
599582373 - ლელა ცისკარიშვილი