კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები გმობენ „ასავალ დასავალში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას

5 ოქტომბერი, 2012

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები გმობენ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ მიერ ძალადობის წახალისებას, რაც გამოიხატა ამ გამოცემის მიერ გლდანის საპყრობილის თანამშრომელთა პირადი მონაცემების ტირაჟირებით და მსხვილი სასათაურე შრიფტით აწყობილი მოწოდებით: „ამოიცანი ჯალათი!“

გლდანის საპყრობილის თანამშრომელთა ვინაობის, საცხოვრებელი მისამართისა და სხვა პირადი ინფორმაციის გამოქვეყნება ამ საპატიმროში პატიმართა წამების ამსახველი ცნობილი კადრების გავრცელების შემდეგ, ფაქტობრივად, წარმოადგენს მოწოდებას საზოგადოებისთვის, ლინჩის წესით იძიოს შური იმ ადამიანებზე, რომლებიც გლდანის საპყრობილეში მუშაობენ, ასევე - მათი ოჯახების სრულიად უდანაშაულო წევრებზე.

ასეთი მოწოდება უდავოდ საფრთხეს უქმნის „ასავალ დასავალში“ გამოქვეყნებულ სიაში მოხსენიებულ ყველა ადამიანს, იმისდა მიუხედავად, მონაწილეობდა თუ არა პატიმრების წამებაში. ამავე დროს, ცალსახად ირღვევა საპყრობილის იმ თანამშრომელთა უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელთა კავშირი პატიმრების წამების ფაქტებთან სასამართლოს განაჩენით არ დამტკიცებულა.

აღსანიშნავია, რომ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ რედაქციის წარმომადგენლები არ არიან საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერები და შესაბამისად, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ვერ განიხილავს საჩივარს მათი მხრიდან პროფესიული ეთიკის დარღვევის შესახებ. თუმცა, ეს გარემოება „ასავალ დასავალის“ რედაქციას სრულიად არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ გაზეთში გამოქვეყნებულ ანტიჰუმანურ, არაეთიკურ და ძალადობის წამახალისებელ წერილს.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები:

მედიის ინსტიტუტი,
კონსტიტუციის 42-ე მუხლი,
ადამიანის უფლებათა ცენტრი,
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი,
კავშირი „საფარი“,
ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების შემსწავლელი კავკასიური ცენტრი - კავკასია.

ახალი ამბები