30 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამრთლოს კოალიცია „ქართული ოცნების“ წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის (ამჟამად სახელმწიფო მინისტრის), პაატა ზაქარეიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. იგი „ნაციონალური მოძრაობის“ წყალტუბოს კოორდინატორს ვასო გოგელიას ცრუ ბრალდებაზე უჩიოდა. ზაქარეიშვილი გოგელიას ტელევიზიის საშუალებით ბოდიშის მოხდას და 1000 ლარის გადახდას თხოვდა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ შტაბის კორდინატორი ნატო ქათამაძე ამბობს: „ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ერთი კვირა დაჭირდა ამ გადაწყვეტილების გამოსატანად. სასამართლომ ჩვენი არც ერთი მოთხოვნა არ დააკამაყოფილა. მიამაჩნია, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან გოგელიამ ბატონი ზაქარეიშვილი საჯაროდ დაადანაშაულა აფხაზეთის ომში დაღუპლთა ცხედრების „გაყიდვაში“ და სანაცვლოდ 1000 დოლარის აღებაში“.
კოალიციის წარმომადგენლები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში გეგმავენ.
მარი ტაბიძე, წყალტუბო