კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საჩხერის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები კვლავ გაიფიცნენ

1 ნოემბერი, 2012

30 ოქტომბერს საჩხერის აგრარული ბაზრის თანამშრომლები კვლავ გაიფიცნენ. ისინი ბაზრის გაყიდვას და გაორმაგებულ გადასახადს აპროტესტებენ.

ამ პრობლემის მოგვარებისთვის მოვაჭრეებმა კოალიცია „ქართული ოცნების“  საჩხერის მაჟორიტარ დეპუტატს მანანა კობხიძეს მიმართეს. კობახიძე აგრარული ბაზრის ხელმძღვანელობას შეხვდა, მაგრამ - უშედეგოდ.

მოვაჭრეების თქმით, მას შემდეგ, რაც საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა კობახიძეს ბაზრის ხელმძღვანელობას შეხვდა, სიტუაცია უფრო დაუმძიმდათ. ბაზრის დირექციამ მოვაჭრეებს ხელის მოსაწერად ახალი ხელშეკრულებები წარუდგინა, რაშიც გადასახადი თანხა არ იყო მითითებული. ხელის არმოწერის შემთხვევაში, ახალი მფლობელი მოვაჭრეებს ბაზრის ტერიტორიაზე არშეშვებით დაემუქრა.

საჩხერის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ ხელმძღვანელობა მათ გადასახადს უმატებს და ახალი ხელშეკრულებაც ამიტომ არის ბუნდოვანი. ისინი ბაზრის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვენ და საჩხერის მაჟორიტარ დეპუტატს სწორედ ამ პრობლემის მოგვარებისთვის მიმართეს.

მოვაჭრეებმა ანალოგიური განცხადებით  საჩხერის ახლადარჩეულ  გამგებელს ვანო გოშაძეს  მიმართეს. გამგებელმა მათ დახმარება აღუთქვა.

მარი ტაბიძე, საჩხერე

ახალი ამბები