კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„პრაიმ ტაიმი“ ადამიანის უფლებათა ცენტრის კორესპონდენტის საქმიანობით დაინტერესდა

1 ნოემბერი, 2012

ესმა ბერიძე, „გურიის მოამბე“ ლანჩხუთი

ლანჩხუთის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობიდან ნინო მშვიდობაძის გათავისუფლების ბრძანების დაწერიდან მეოთხე თვე იწურება. გაზეთი „პრაიმ ტაიმი“ კი, ამ ამბით რატომღაც ახლა დაინტერესდა.

უფრო მეტიც, ნინო მშვიდობაძის განცხადებით, „პრაიმ ტაიმის“ ჟურნალისტი, რომელიც მას ტელეფონით დაუკავშირდა, ცდილობდა, მასთან მორალსა და ზნეობაზე ესაუბრა. ჟურნალისტი მშვიდობაძეს უმტკიცებდა, რომ როდესაც იგი ლანჩხუთის გამგეობის პრესსამსახურის წარმომადგენელი იყო, თურმე, ინფორმაციებს ყიდდა და ამაში 35 დოლარს იღებდა.

„პრაიმ ტაიმის“ ჟურნალისტთან საუბრის შემდეგ ნინო მშვიდობაძემ მედიისთვის ბრიფინგის გამართვა გადაწყვიტა.

„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, რომელსაც ქალბატონი ია ანთაძე ხელმძღვანელობს, წინასაარჩევნოდ ნამდვილად ახორციელებდა პროექტს „მოქალაქე ჟურნალისტი“, სადაც ადამიანები ანონიმურად აწვდიდნენ ინფორმაციებს და ეს პროექტიდან გამომდინარე, დაფინანსებული იყო, მაგრამ მე - ნინო მშვიდობაძე, ამ პროექტის ფარგლებში ნამდვილად არ ვთანამშრომლობდი სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტთან და ჩემს ანგარიშზე არანაირი თანხა არ ჩარიცხულა“, - განაცხადა ნინო მშვიდობაძემ.

მისი თქმით, დაინტერესებულ პირებს ეს შეუძლიათ უშუალოდ ია ანთაძესთან გადაამოწმონ.

ნინო მშვიდობაძე მიიჩნევს, რომ საქმე სიმართლის დადგენა კი არაა, არამედ ის, რომ ვიღაცას ამ ამბით მისი დისკრედიტაცია სურს.

„მავანს სურვილი გაუჩნდა, საზოგადოებაში ჩემთვის რეპუტაცია შეელახა და შესაბამისად, ასეთ ბინძურ ხერხებსაც მიმართა. თუმცა, ამ მავანმა ერთი რამ ვერ გაითვალისწინა: მე, ნინო მშვიდობაძე, არასოდეს ვუშინდები სიმართლის თქმას, როგორი მტკივნეულიც უნდა იყოს ის; საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის მორალური თუ ამორალური პიროვნება. ამას გარდა, ვიღაცას დაავიწყდა ისიც, რომ ხალხი ლანჩხუთის გამგეობას და საკრებულოს ჯეობარს ეძახდა. დღეს კი ისევ ამ „ჯეობარის“ მონაწილეები არიან თანამდებობებზე და არ ეთმობათ სავარძლები. თუმცა, ფაქტია, მათ საჯარო სამსახურს დრო და ადამიანები დაატოვებინებენ!

„პრაიმ ტაიმის“ ჟურნალისტს აშკარად ეტყობოდა, ვიღაცისგან, მაპატიეთ და, „დაქოქილი“ რომ იყო. ის არ ცდილობდა დაეცვა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანის უფლებები. პირიქით, ძალიან აქტიურად აპელირებდა მორალზე. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ პოსტებზე მყოფ ნაციონალური მოძრაობის „ფან–მოხელეებს“ არ მოსწონთ ჩემი, როგორც ჟურნალისტის აქტიურობა და არც ის, რომ მე ვთანამშრომლობ ისეთ პრესტიჟულ ორგანიზაციებთან, როგორიცაა გაზეთი „რეზონანსი“ და არასამათავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი." თუმცა, სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო, ვიმეორებ, საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ რა მორალისა და შეგნებისაა, ვინ როგორი ზნეობის ადამიანია. ამიტომ „ნაციონალების“ წევრებისა და „ფანების“ მცდელობა, შემილახონ სახელი, როგორც მოქალაქესა და როგორც ჟურნალისტს, იმთავითვე წამგებიანია და წესით, ეს მათ უნდა სცოდნოდათ“, - აცხადებს ნინო მშვიდობაძე.

იგი აქვე კითხულობს, რამდენად მორალურია გატეხო სხვისი სკაიპი და ადამიანის უნებართვოდ, გაეცნო მის პირად მიმოწერას? რამდენად მორალურია მოუსმინო ადამიანს სატელეფონო საუბრის დროს? რამდენად მორალურია, გამგეობის საჯარო მოხელეს, რომელიც აპოლიტიკური ფიგურაა, აუკრძალო ქუჩაში შეხვდეს და ესაუბროს მეგობარს, რომელიც ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერია?

„თუკი მე ასეთი ქვეყნის დამაქცევარი ვიყავი და თურმე თანხასაც ვიღებდი რაღაცაში, საინტერესოა, ბრძანებაში რატომ მიწერია, მოვალეობას არაჯეროვნად ასრულებდაო? სადაა აქ მორალი და ზნეობა? ან რა მორალზეა საუბარი, როცა წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობა“ დიახაც რომ, ამორალურად იქცეოდა, არღვევდა კანონს, იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს და საჯარო მოხელეს, თურმე, ამ ყველაფერზე თვალი უნდა დაეხუჭა და ეს კანონდარღვევები ჩვეულებრივ ამბად მიეღო... დიდი ბოდიში ყველასთან, მაგრამ ზოგიერთი ამხანაგი მუშაკისგან განსხვავებით, ვერასოდეს გავხდები და ვერ ვიქნები ვინმეს „ფანი“, სულერთია - ვინ იქნება ეს ვინმე, ქვეყნის პრეზიდენტი, მმართველი პარტია თუ მუნიციპალიტეტის გამგებელი“, - განაცხადა ნინო მშვიდობაძემ და დასძინა, რომ მალე სარჩელს შეიტანს სასამართლოში მისთვის მორალური ზიანის მიყენებისთვის და ზოგიერთ დღეს ჯერ კიდევ საჯარო მოხელეს და თუნდაც უკვე ყოფილს, მოუწევს პასუხი აგოს კანონის წინაშე.

ორიგინალი სრულად

ახალი ამბები