კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიზნესმენი ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს ძალადობაში ადანაშაულებს

2 ნოემბერი, 2012
ბიზნესმენი თემურ კვარაცხელია იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და თავდაცვის უწყების ყოფილ ხელმძღვანელ დავით კეზერაშვილს ძალადობაში ადანაშაულებს. 

ამასთან დაკავშირებით ბიზნესმენმა „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად, წარსულში მის საკუთრებაში არსებულ რესტორან „ორთაჭალის ბაღში“ 1 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართა. 

კვარაცხელიას თქმით, ხელისუფლებამ მისი ბიზნესის მიმართ ძალადობის განხორციელება დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ზურგს ამოფარებული ებრაელი ბიზნესმენის სასონ ჰოკის მეშვეობით განახორციელა. მისი თქმით, ორთაჭალაში მდებარე ხუთსართულიანი კულტურისა და ბიზნესის ცენტრით დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი პირადად დაინტერესდა. ხოლო ებრაელმა ბიზნესმენმა სასონ ჰოკმა კვარაცხელიას მშენებლობისა და ბიზნესის დასამთავრებლად 1 300 000 აშშ დოლარის საკრედიტო ხაზი გაუხსნა, რომელსაც ტრანშის სახით გასცემდა. 

კვარაცხელიას თქმით, სასონ ჰოკმა მეორე ტრანშის გაცემისას მის სახელზე არსებული იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთის გადაფორმება მოსთხოვა. იგივე პირობა წაუყენა ებრაელმა ბიზნესმენმა კვარაცხელიას მესამე ტრანშის გაცემის დროსაც და რესტრონის გადაფორმება მოსთხოვა. 

„სასონ ჰოკმა არაერთხელ მითხრა, რომ მის უკან იდგა ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და სხვა მფარველები ხელისუფლებიდან. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში დიდი ფული უნდა ვიშოვოო“, - აღნიშნა თემურ კვარაცხელიამ. 

ბიზნესმენის თქმით, მისი ფირმა არაერთხელ იყო დაჯარიმებული თბილისის მერიის მიერ სრულიად უსაფუძვლოდ. 

ამასთან „უფლებადმცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, ებრაელ ბიზნესმენს ამოფარებულმა საქართველოს მაღალჩინოსნებმა სამი წლის მანძილზე კვარაცხელიას იძულებით გადააფორმებინეს მის სახელზე არსებული 1 400 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით და ამჟამად სასონ ჰოკს იპოთეკით დატვირთული 10 მილიონი დოლარის ღირებულების მშენებარე კომპლექსი იძულებით აუქციონზე გააქვს. 

„სასონ ჰოკის ქმედებაში იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 180-ე და 182-ე მუხლებით დანაშაულის ნიშნები, თაღლითობა და სხვისი ქონების მითვისება“, - აღნიშნა მჟავანაძემ. 

ბიზნესმენი თემურ კვარაცხელია და „უფლებადამცველთა გაერთიანება“ უახლოეს დღეებში სასონ ჰოკისა და უმაღლესი რანგის ჩინოვნიკების წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები