კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოსო ქიმერიძის ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

2 ნოემბერი, 2012
ხაშურის პოლიციის შენობაში გარდაცვლილი სოსო ქიმერიძის ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. 

როგორც სოსო ქიმერიძის ვაჟი გივი ქიმერიძე ამბობს, ის ადამიანები, რომლებიც მამის დაკრძალვამდე ჟურნალისტებთან კომენტარებს აკეთებდნენ, პოლიციის მიერ იყვნენ მიგზავნილი. ისინი ემუქრებოდნენ ოჯახის წევრებს, რომ ჟურნალისტებთან არანაირი კომენტარი არ გაეკეთებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლის ხელყოფითაც კი იმუქრებოდნენ. 

მისივე თქმით, ამ ცხრა თვის განმავლობაში ოჯახზე ზეწოლა ხორციელდებოდა დუმილის მოთხოვნით, 2 ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს კი, მასზე და მის მეგობარზე განხორციელდა ფიზიკური ზეწოლაც პოლიციის თანამშრომლების მხრიდან.

„მოვიდნენ „პიკაპის“ ტიპის პოლიციის მანქანით. იყვნენ ფორმებით და შეიარაღებულები. მე და ჩემს მეგობარს სასტიკად გაგვისწორდნენ. ვიცნობ რამდენიმე მათგანს, ერთ-ერთი ჩვენივე თანასოფლელია - კობა სუთიაშვილი, რომელიც ხაშურის პოლიციაში მუშაობს. სწორედ მისი მამა გურამ სუთიაშვილი იდგა ჩვენს სახლის კართან, როდესაც მამაჩემი იყო გარდაცვლილი და პრესის წარმომდგენლებს სახლთან მოახლოების საშუალებას არ აძლევდა“, - აცხადებს გივი ქიმერიძე.

რაც შეეხება პოლიციის თანამშრომელ კობა სუთიაშვილს და მამამისს, რომელთაც ზეწოლაში ადანაშაულებენ, ისინი კომენტარს არ აკეთებენ. 

გარდაცვლილის ოჯახის წევრები გამოძიების ხელახლა დაწყებას ითხოვენ და ასევე აპირებენ, რომ ჩაატარონ გარდაცვლილის გვამის ეგზგუმაცია და ექსპერტიზა.

სოსო ქიმერიძე ხაშურის პოლიციის შენობაში 2012 წლის 27 თებერვალს გარდაიცვალა. ოფიციალურ ვერსიად მისი შენობის კიბიდან გადავარდნა დასახელდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები