კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გუბერნატორების დანიშვნის უფლება პრემიერ–მინისტრს მიენიჭება

2 ნოემბერი, 2012
გუბერნატორებს პრემიერ–მინისტრი დანიშნავს, ნაცვლად პრეზიდენტისა, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ 2 ნოემბერს. 

მოქმედი კანონმდებლობით, გუბერნატორებს თანამდებობებზე პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ ნიშნავს და ათავისუფლებს. ეს წესი დადგენილია მთავრობის საქმიანობის შესახებ კანონით და არა კონსტიტუციით, რომელიც განსაზღვრავს, რომ გუბერნატორი საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლობას უზრუნველყოფს და ზედამხედველობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე ახორციელებს.

კანონმდებლობაში შესაბამის ცვლილებები მინისტრთა კაბინეტმა 2 ნოემბრის სხდომაზე განიხილა. 

განხილვის შემდეგ დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მთავრობა შეჯერდა ვარიანტზე, რომლის მიხედვითაც გუბერნატორებს პრემიერ–მინისტრი არა ერთპიროვნულად, არამედ პრეზიდენტთან შეთანხმებით დანიშნავს. კანონპროექტის შესაბამისი რედაქცია პარლამენტს წარედგინება დასამტკიცებლად.

„გამომდინარე იქიდან, რომ გუბერნატორების ძირითადი დანიშნულება ეს არის რეგიონებში სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების კოორდინაცია... [რომლებიც] უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის უწყებების მიერ, მიზანშეწონილია გუბერნატორები იყვნენ უშუალოდ საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში და საქართველო მთავრობამ შეარჩიოს გუბერნატორები, წარადგინოს ისინი და შესაბამისად ანგარიშვალდებული იყვნენ საქართველოს მთავრობის წინაშე“, – აცხადებდა ნარმანია მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

გუბერნატორების დანიშვნის პრეროგატივა მთავრობისთვის ისედაც გათვალისწინებული იყო კონსტიტუციის იმ ნორმებში, რომლებიც 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვნად გაზრდის პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილებებს პრეზიდენტის უფლებების შეკვეცის ხარჯზე.


თუმცა ახალი მთავრობის გადაწყვეტილებით გუბერნატორების დანიშვნის კუთხით პრეზიდენტს უფლებამოსილება, სავარაუდოდ, მალევე შეეზღუდება, რასაც საპარლამენტო უმცირესობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობა აპროტესტებს.  

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები