კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლოპოტას ხეობაში ლიკვიდირებული ჩეჩნები დუისში გადაასვენეს

5 ნოემბერი, 2012

ლოპოტას ხეობაში აგვისტოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ჩეჩნები 30 ოქტომბერს გვიან ღამით პანკისის ხეობაში, სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს. ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს დუისის მაცხოვრებლებმა დაუდასტურეს.

დუკვახა დოშუევის, დაბადების თარიღი: 19/01/1968,  დაბადების ადგილი ჩეჩნეთი, ქ. ვეგენო. სალამ ზაურბეკოვის, დაბადების თარიღი: 14/12/1991,  დაბადების ადგილი ჩეჩნეთი, ქ. გროზნო. ხაშიევ ჯაბრაილის, დაბადების თარიღი: 24/01/1989, დაბადების ადგილი ინგუშეთი. მუსა ადუევის, დაბადების თარიღი: 28/03/1981, დაბადების ადგილი ქ. გროზნო, ცხედრების ადგილსამყოფელი ამ დრომდე ოფიციალურად უცნობი იყო. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ცხედრები თბილისში, აეროპორტთან ახლოს უპატრონო მიცვალებულთა სასაფლაოზე იყო დაკრძალული. ერთ – ერთი გარდაცვლილის ოჯახის წევრები საქართველოში სექტემბერშიც ჩანოვიდნენ, თუმცა ხელისუფლებამ მაშინ მათ ცხედრები არ გადასცა.

ამ დრომდე დუისის სასაფლაოზე სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული 3 ადამიანი იყო დაკრძალული - ასლან მარგოშვილი, ბაჰაუდინ ალდამოვი და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი.

საქართველო – დაღესტნის საზღვარზე, ლოპოტას ხეობაში საქართველოს შსს–მ ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს, გვიან ღამით დაიწყო. შსს–ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები 26 აგვისტოს დაიკარგნენ. შსს ირწმუნებოდა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა. 29 აგვისტოს შსს–მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი, მოხდა 11 დივერსანტის ლიკვიდაცია, 6 კი - ალყაში ჰყავდათ მოქცეული. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ლიკვიდირებული იყო შეიარაღებული ჯგუფის 7 წევრი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები