კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხონის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

8 ნოემბერი, 2012
 
5 ნოემბერს ხონის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ რეზო ფარცხალაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოფიციალურად დატოვა. იგი ხონში წინასაარჩევნოდ განვითარებულ მოვლენებზე ალაპარაკადა.  პარტიიდან წამოსვლის მიზეზად არჩევნების პერიოდში ხონში მომხდარი ზეწოლის ფაქტები დაასახელა. 

„არჩევნების პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არაერთი დაშინების, მოსყიდვისა და გაყალბების ფაქტი დაფიქსირდა. თუმცა მე არ მქონდა საშუალება, ოჯახის წევრები საზღვარგარეთ გამეშვა და მათი იზოლირება, ამიტომაც არჩევნების პერიოდში აპოლიტიკური ვიყავი. ჩემს პროტესტს კი ნაციონალების პარტიულ ოფისში არმისვლით ვაფიქსირებდი“, - განაცხადა რეზო ფარცხალაძემ. 

საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე წინასაარჩევნო კამპანიაში ფაქტიურად არ ერეოდა. ის არც „ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს. თუმცა მისი აპოლიტიკურობა, როგორც ამბობდნენ, კოალიციის მაჟორიტარი კანდიდატის ნიკა სანოძის და რეზო ფარჩხალაძის ახლო ურთიერთობით იყო განპირობებული.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმოამდგენლების განცხადებით კი, თუ ხონში არჩევნები არასწორად წარიმართა, ამაში დიდი წვლილი ფარცხალაძემაც შეიტანა.

მარი ტაბიძე, ხონი

ახალი ამბები