კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საქნახშირმა“ საპენსიო ასაკის 60-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა

8 ნოემბერი, 2012
 
5 ნოემბერს შპს „საქნახშირმა“ ტყიბულის შახტაში დასაქმებულ საპენსიო ასაკის 60-მდე მუშას შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა. „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ვალერი კუხალაშვილი აცხადებს, რომ მეშახტეების გათვისუფლების მიზეზი შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვა გახდა. 

გათავისუფლებულმა მუშებმა დასახმარებლად ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მიმართეს. „პირველ ეტაპზე იმ დოკუმენტაციის გადახედვა მოგვიწევს, რომელიც კონკრეტულად ამ ადამიანებს ეხება. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება კომპანიის წარმომადგენლებთან, რომ საპენსიო ასაკის ადამიანებს  უმტკივნეულოდ გადაიყვანდნენ შედარებით მსუბუქ სამუშაოზე, რადგან ამ ადამიანების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა დაცული ყოფილიყო. მე აპირებ შევხვდე კომპანიის წარმომადგენელს და ამის მერე ზუსტად მეცოდინება პრობლემის არსი“, - განაცხადა ტყიბულის მაჯორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ.

მარი ტაბიძე, ტყიბული

ახალი ამბები