კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია“ ტექნიკურ უნივერსიტეტთან კარვები გაშალა

12 ნოემბერი, 2012

12 ნოემბერს „დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციამ“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის შესასვლელთან კარვები გაშალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ლექსო კობაიძემ განუცხადა, კარვები იქამდე იქნება გაშლილი, სანამ არ იქნება მათი მოთხოვნები დაკმაყოფილებული.

„ჩვენი მოთხოვნებია: ჩატარდეს თვითმმართველობის ხელახალი არჩევნები და გაუქმდეს ის შედეგები, რომლითაც ამჟამინდელი თვითმმართველობის ხელმძღვენალობა არის არჩეული, რადგან ის არჩევნები იყო გაყალბებული. ამასთან, ჩვენი მოთხოვნაა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტიდან გათავისუფლდნენ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ გასულ წელს ჩვენს გატაცებაში. ეს ადამიანები არიან ბორის გითოლენდია, რომელიც არის ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტის, კულტურის და სტუდენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; გიორგი კულდუნაშვილი, მაშინდელი თვითმმართველობის პრეზიდენტი და ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში მუშაობს; რეზო კელდიშვილი, - ამჟამინდელი დაცვის უფროსი და ლევან ტატიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი და მაშინდელი უშიშროების მესამე განყოფილების უფროსი“, - განაცხადა ლექსო კობაიძემ.

მისივე თქმით, თუ ლექტორი არ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მაშინ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები დააყენებენ უკვე მისი გათავისუფლების საკითხსაც.

„ჩვენი მოთხოვნები არის სრულიად ლეგიტიმური და ჩვენი ყველა მოთხოვნა აუცილებლად უნდა იყოს დაკმაყოფილებული, რათა ერთხელ და საბოლოოდ ჩატარდეს ტექნიკურ უნივერსიტეტში ობიექტური არჩევნები და არ იმუშაონ აქ იმ ადამიანებმა, რომლებიც გატაცებაში იღებენ მონაწილეობას“, - აღნიშნა ლექსო კობაიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის კორპუსთან შვიდი კარავი გაშალეს. კობაიძე და სტუდენტები უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ორ დღეს აძლევენ მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამასთან, სტუდენტები მოუწოდებენ სხვა სტუდენტებსაც, რომ შეუერთდნენ მათ აქციას.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები