კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაერთიანებული შტაბის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა

12 ნოემბერი, 2012

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაერთიანებული შტაბის უფროსს ბრიგადის გენერალს გიორგი კალანდაძეს უფლებამოსილება შეუჩერა იმ ვადით, ვიდრე მიმდინარეობს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება და სასამართლო პროცესი ჯარისკეცების ცუდ მოპყრობაში მის სავარაუდო მონაწილეობაზე.

32 წლის ბრიგადის გენერალი კალანდაძე 7 ნოემბერს დააკავეს და ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დასდეს. შეიარაღებული ძალების მე-4 ბრიგადის ყოფილი მეთაური ზურაბ შამათავა და შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ასევე დააკავეს ამავე საქმეზე, თუმცა ახალაიას სხვა ეპიზოდზეც აქვს ბრალი წაყენებული, სადაც ასევე ფიგურირებს გიორგი კალანდაძეც.

სასამართლომ გენერალი კალანდაძე და შამათავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც 20 ათასი ლარი გადაიხადა თითოეულმა.

10 ნოემბერს გათავისუფლების შემდეგ გიორგი კალანდაძეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის სასახლეშიუმასპინძლა. მიხეილ სააკაშვილმა უთხრა მას, რომ გაეგრძელებინა თავისი მოვალეობის შესრულება შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაურის რანგში.

თუმცა, მოგვიანებით იმავე დღეს პროკურატურამ განაცხადა, რომ მან შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს კალანდაძისთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე. სასამართლომ ეს შუამდგომლობა კვირას დააკმაყოფილა.

ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მოკავშირეა, გაერთიანებული შტაბის მეთაურის მოვალეობას ასრულებს. კაპანაძე გენშტაბის უფროსის მოადგილედ 2 ნოემბერს დაინიშნა. ის 2004 წლის აგვისტოდან ექვსი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა გაერთიანებულ შტაბს.

ფოტოზე: ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე პრეზიდენტ სააკაშვილს ხვდება 10 ნოემბერს.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები