კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტყიბულში მაღაროელებმა ათკაციანი კომისია შექმნეს

12 ნოემბერი, 2012

10  ნოემბერს ტყიბულში შპს „საქნახშირის“ ზაალ მინდელის სახელობის მაღაროს მუშებმა და ტექნიკურმა პერსონალმა კულტურის სახლი წინ აქცია გამართეს. აქციაზე დაახლოებით 100 დასაქმებული იყო შეკრებილი, რომლებიც ხელფასების მატებას და შესაბამისს სამუშაო პირობებს ითხოვდნენ.

კულტურის სახლის წინ შეკრებილმა მაღაროელებმა ათკაციანი კომისია შექმნეს, რომლებიც პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლებთან ითანამშრომლებენ. მათი მოთხოვნები ექვსი პუნქტისგან შედგება.

გაფიცულები ტექნიკურ პერსონალზე და მაღაროელებზე ხელფასების კლების შეჩერებას ითხოვენ, რაც რამდენიმე თვის წინ დაფიქსირდა.  მათი მოთხოვნა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგომასაც ეხება.

წაყენებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მაღაროელები მაღაროში შესვლაზე უარს აცხადებენ.

გაფიცულ მაღაროელებს  ტყიბულის გამგებელი ლევან დოხნაძე შეხვდა. დოხნაძემ მაღაროელებს გაფიცვის შეწყვეტისა და მაღაროში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

მარი ტაბიძე, ტყიბული

ახალი ამბები