კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქვემო ქართლში „ნაციონალური საკრებულოების“ რღვევა დაიწყო

13 ნოემბერი, 2012

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

არჩევნების შემდეგ სხვადასხვა რეგიონების საკრებულობში ცვლილებები დაიწყო. იმის გათვალისწინებით, რომ გასულ თვითმმართველობის არჩევნებში საკრებულოები „ნაციონალური მოძრაობის“ სრული უპირატოსებით დაკომპლექტდა დღესდღეობით  რაიონულ საკრებულოებში გადამწყვეტი ძალა კვლავ ყოფილ მმართველ გუნდს აქვს.

ამავე დროს, სხვადასხვა რეგიონებში საკრებულოების წევრები „ნაციონალურ მოძრაობას“ მასობრივად ტოვებენ და ან „ქართულ ოცნებაში“ გადადიან ან დამოუკიდებელ დეპუტატებად რჩებიან.

ე.წ. ნაციონალური საკრებულოების რღვევის პროცესი ქვემო ქართლშიც დაიწყო. Humanrights.ge-სთვის ცნობილი ხდება, რომ მარნეულის  საკრებულოში ახალი ოპოზიციური ფრაქციის შექმნა იგეგმება. აღნიშნული ფრაქციის წევრები მარნეულის საკრებულოში გასულ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შესული  პირები იქნებიან.

„დიახ, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მარნეულის საკრებულოში, უკვე საუბარია ახალი ოპოზიციური ფრაქციის შექმნაზე. ჩვენთან მოგეხსენებათ 4 საკრებულოს წევრი არის ოპოზიციური პარტიიდან. მათ აქვთ ოთხკაციანი ფრაქცია. მე ზუსტად ვერ გეტყვით, ეს ხალხი მათ შეემატება, თუ ცალკე ფრაქციას გაკეთებენ.  ჩვენ, ცხადია, ხელს არავის შევუშლით. რამდენადაც ვიცი, ასეთი სურვილი გამოთვეს ჩვენი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით საკრებულოში წარმოდგენილმა წევრებმა. ბოლო სხდომაზე მათი მხრიდან აქტიურობა იყო და  განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. ადრე მათ სხვა მოსაზრებები ჰქონდათ“, - ამბობს მარნეულის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, მამუკა დორეული.

მისი თქმით,  არჩევნების შემდეგ მასზე და საკრებულოს სხვა წევრებზე „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლა არ ხორციელდება. „იმედია, ყველაფერი ასევე გაგრძელდება. ჩვენი სურვილია, საკრებულოს წევრებმა, რომლებიც ახალ ფრაქციას აკეთებენ, ზეწოლა არ განახორციელონ სხვებზეც. ყველამ თვითონ გადაწყვიტოს, სად და როგორ ურჩევნია მუშაობა“, - დასძენს დორეული.

საკრებულოში ახალი ოპოზიციური ფრაქციის შექმნის შესახებ არაოფიციაური ინფორმაცია აქვს მარნეულის გამგებელ ზაზა დეკანოიძეს: „მე ვერ დაგისახელებთ მათ გვარებს. რამდენადაც ვიცი, ეს ხალხის ჯერაც არ არის ჩამოყალიბებული ამ მიმართულებით. ჩვენ ერთადერთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ხელს არ შევუშლით, პირიქით - რითაც შეგვიძლია, დავეხმარებით მუშაობაში“.

მარნეულის საკრებულოში ახალი ფრაქციის შექმნის მსურველი ერთ-ერთი წევრი, რომლის შესახებაც ჩვენ გვაწვდიან ინფორმაცის, რომან ტაბატაძეა. იგი საკრებულოში ყოფილი მმართველი პარტიის სახელითაა შესული. ტაბატაძე humanrights.ge-სთან სატალეფონო საუბარში შემდეგ კომენტარს აკეთებს: „გიდასტურებთ, მე ვგეგმავ მარნეულის საკრებულოში ახალი ოპოზიციური ფრაქციის შექმნას. ამ ფრაქციაში სამი კაცი იქნება თუ მეტი, ეს მალე გადაწყდება. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას, მე უკვე დიდი ხანია, მინდა ასეთი ფრაქციის შექმნა. ეს ჩემი სურვილია, პირველ რიგში. ასევე ვეხმაურები იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რაც ქვეყანაში ხდება“.

მარნეულის მსგავსად ცვლილებებია რუსთავისა და ბოლნისის საკრებულოებში. რუსთავში შეიქმნა საკრებულოს ახალი ოპოზიციური ფრაქცია - „რუსთაველი“. ასევე, ახალი ფრაქცია მოევლინა ბოლნისის საკრებულოს სახელწოდებით  „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“.

ახალი ამბები