კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

IDFI-ს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას

13 ნოემბერი, 2012

ნატა ძველიშვილი, Media.ge

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას. ამის საფუძველი კი IDFI-ის მონაცემებით, 3 მილიონ 800 ათასი ლარის საგადასახადო დავალიანების გარდა, სხვა დავალიანებაცაა.

ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეკონომიკურის საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ბოლო წლების განმავლობაში იზრდებოდა, მან დავალიანების გადახდა მაინც ევრ მოახერხა. IDFI-ის ბლოგზე გამოქვეყნებულ მასალაში მოყვანილი დოკუმენტებიდან ჩანს, რომ 2009 წელს  მაუწყებლის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი  2009 წელს 3 მილიონ ლარს,  2010 წელს 6 მილიონ ლარსს აღწევდა, მომდენო წელს ეს ციფრი ერთი მილიონი ლარით გაიზარდა. ამას ემატება ბიუჯეტიდან მაუწყებლისთვის გამოყოფილი მილიონობით ლარი.

2008 წლის 7 ივლისს  საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საზოგადოებრივ მაუწყებელს, საქართველოს მხარესა და ევროპის სატელეკომუნიკაციო კომპანია „Eutelast SA”-ს შორის საარბიტრაჟო დავის მორიგებით დამთავრების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით,  4 226 392 ლარის ოდენობის სესხი გამოეყო. სესხის დაბრუნების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2012 წლის 31 დეკემბერი და საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუდგინდა სესხის დაფარვის გრაფიკი, რომლის მიხედვითაც 2009 წლის ბოლოსთვის მას 300 ათასი ლარი უნდა გადაეხადა.

„2009 წლის პირველ აპრილს მაუწყებლის დირექტორმა ფინანსთა მინისტრს მიმართა თხოვნით, რათა გაეთვალისწინებინა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და 2008 წლის ომის გამო მათი ორგანიზაციის მძიმე ფინანსური მდგომარეობა და შეეცვალა სესხის დაფარვის გრაფიკი მის მიერ შეთავაზებული განრიგის მიხედვით, რომლის მიხედვითაც 2009 წლის 25 ნოემბერს 300 000 ლარის ნაცვლად საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკისრებოდა ვალდებულება გადაეხადა 50 000 ლარი“, - აღნიშნულია IDFI-ის ბლოგზე გამოქვეყნებულ მასალაში.

ფინანსთა სამინისტრო დათანხმდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შეთავაზებას, თუმცა მას არც ახალი გრაფიკის მიხედვით გაწერილი თანხა გადაუხდია, როს გამოც ფინანსთა სამინისტრომ სასამართლოში უჩივლა.

როგორც ჩანს, მაუწყებელს თანხა არც შემდეგ გადაუხდია. 2012 წლის 16 ოქტომბერს კი გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ ფინანსთა სამინისტროს მიმართა და   სასესხო დავალიანების (ძირი თანხა – 4 226 392 ლარი) და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს (900 461.4) გარკვეული ოდენობით ან სრულად პატიება სთხოვა.

„მიუხედავად საზოგადოებრივი მაუწყებლის მზარდი შემოსავლებისა, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელობამ 4 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და უპროცენტო სესხით აღებული 4 226 392 ლარისა და 900 461.4 ლარის პირგასამტეხლოს დაფარვა“, - ნათქვამია IDFI-ის მასალაში.

მანამდე,  2012 წლის 9 ოქტომბერს ჭანტურიამ ფინანსთა მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის სახელზე წერილი გაგზავნა, საიდანაც ირკვევა, პირველი არხის მენეჯმენტმა დროულად ვერ მოახერხა სათანადო კომერციული შემოსავლების მობილიზაცია, რის გამოც 2012 წლის ბოლომდე ეფექტური ფუნქციონირებისათვის საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით  3 000 000 ლარი ითხოვა.

IDFI-ის ცნობით, საქართველოს მთავრობიდან მიღებული ფინანსური დახმარებების გარდა,  მაუწყებელი საბანკო სესხებითაც სარგებლობდა  (2011 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელის ბანკის კრედიტისმომსახურებისთვის გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 3 465 000 ლარი).

 ამას ემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის საგადასახადო დავალიანება, რაზეც მოწმობს  საქართველოსფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადება იმის შესახებ, რომ 2010 წლის ოქტომბრიდან დღემდესაზოგადოებრივმა მაუწყებელმა კანონდარღვევით 3 მილიონ 800 ათასი ლარის საგადასახადო დავალიანება დააგროვა.

„46 მილიონიანი საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში წარმოქმნილი ფულადი დეფიციტის საშიშროება,კომერციული და სახელმწიფო სტრუქტურების წინაშე წლების განმავლობაში დაგროვილი ვალები,სახელმწიფოს წინაშე არსებული შესაძლო საგადასახადო დავალიანება ჩვენი აზრით, ქმნის რეალურსაფუძველს იმისა, რომ დადგეს  მმართველი რგოლის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის საკითხი“, - მიიჩნევს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“.

ორიგინალი

ახალი ამბები