კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იუსტიციის სამინისტრო ახმედ ჩატაევის ექსტრადიციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

13 ნოემბერი, 2012

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ჩეჩნეთიდან ლტოლვილის ახმედ ჩატაევის ექსტრადიციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის დავით ჯანდიერის განცხადებით, ქართული მხარე რუსეთისთვის ახმედ ჩატაევის გადაცემას არ აპირებს.

დავით ჯანდიერის თქმით, ჩატაევის გადმოცემა საქართველოსათვის უკრაინიდან განხორციელდა, თუმცა მანამდე, ჩატაევის გადაცემის მოთხოვნით უკრაინას რუსეთის  ფედერაციამ მიმართა.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის ცნობილია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოთხოვნით მიმართა უკრაინის ხელისუფლებას, არ გადაეცა  ჩატაევი რუსეთის ფედერაციისთვის, თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურადარ არის დადასტურებული. სწორედ ამიტომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან ურთიერთობის დეპარტამენტმა, წერილობით გამოითხოვა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან იმის შესახებ, იქნა თუ არა უკრაინის მთავრობისათვის მოთხოვნილი ჩატაევის რუსეთში ექსტრადიციის გადაცემისგან თავის შეკავება. ახმედ  ჩატაევს ავსტრიის სახელმწიფოს მიერ მინიჭებული აქვს ლტოლვილის სტატუსი. ამჟამად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ჩატაევის ექსტრადიციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს დოკუმენტაციის მომზადება რუსეთის ფედერაციის მოთხოვნის საპასუხოდ. თუმცა, ჩატაევის ექსტრადიცია ქართული მხარის მხრიდან  არ განხორციელდება“, – აცხადებს ჯანდიერი.

შეგახსენებთ, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაკავებული ჩეჩნეთიდან ლტოლვილის ახმედ ჩატაევის რუსეთში ექსტრადიციას გეგმავდა. რუსეთის პროკურატურაში დაადასტურეს, რომ რუსეთის ფედერაცია ახმედ ჩატაევს უკვე რამდენიმე წელია ეძებს და რომ ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის ამ საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუმცა ჩატაევის ექსტრადიციას ავსტრიის მიერ მასზე გაცემული ჩეჩნეთიდან ლტოლვილის სტატუსი აფერხებს. ახმედ ჩატაევი სასჯელაღსრულების გლდანის მე–18 დაწესებულებაში უკვე ერთ თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება. საქართველოს მთავარი პროკურატურა ჩატაევს სსკ–ის 236–ე მუხლის I და II ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს და სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატაევს ამჟამად წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ის თავს დამნაშავედ არ სცნობს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები