კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოალიცია „არჩევნის თავისფლებისთვის“ განცხადება

7 ნოემბერი, 2012

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ახალი ხელისუფლების მოსვლამ  საზოგადოებაში გააჩინა იმედი, რომ საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას. ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკურ ნებას, უზრუნველყოს ყველა მოქალაქისთვის კონსტიტუციურად მინიჭებული უფლების სრულფასოვანი რეალიზაცია. გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებზე, სადაც მოსახლეობის ერთი ნაწილი არ აძლევს საშუალებას ჩვენს მუსლიმ თანამემამულეებს, თავისუფლად მისდიონ საკუთარ აღმსარებლობას და ხელს უშლიან მათ კანონიერი რელიგიური რიტუალების გამართვაში. ამ პროცესში განსაკუთრებით  აღსანიშნავია ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების პასიურობა მოსახლეობის ნაწილის აშკარად უკანონო მოთხოვნებისა და ქმედებების მიმართ, რაც ახდენს ახალი მმართველი ძალის დისკრედიტაციას, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების თვალში. ასეთ ფაქტებზე ხელისუფლების უმოქმედობამ, ან პირიქით -არსებული ან შესაძლო დაპირისპირებების გამომწვევი მიზეზების ღრმა ანალიზის გარეშე გადაწყვეტილებების სპონტანურად მიღებამ, შეიძლება ხელი შეუწყოს ქვეყნის მასშტაბით რელიგიური შუღლის გაღვივებას, უმართავი პროცესების წარმართვას  და საფრთხე შეუქმნას სამოქალაქო მშვიდობას, ქვეყნის უსაფრთხოებას.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლება აღნიშნულ ინციდენტზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას და გაატარებს პრევენციულ ღონისძიებებს, რათა მომავალში აღარ შეილახოს ჩვენს სახელმწიფოში მოქალაქეების რელიგიური უფლებები.

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წევრები:

1. ირაკლი მელაშვილი  - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში
2. ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი
3. ადამიანის უფლებათა ცენტრი
4. საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი
5. საქართველოს მედია კლუბი
6. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების  საერთაშორისო კვლევითი ცენტრი
7. კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი
8. ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი
9. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი 
10. სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი

ახალი ამბები