კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკანონმდებლო ინიციატივა პრესის მოგების გადასახადის გაუქმების შესახებ

14 ნოემბერი, 2012
 
საქართველოში პრესისთვის მოგების გადასახადის გაუქმებაზე პარლამენტში იმსჯელებენ. ბეჭდური მედიისთვის მოგების გადასახადის გაუქმების ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ელისო ჩაფიძემ 13 ნოემბერს წარადგინა.

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის ყოფილი მოადგილის, ელისო ჩაფიძის თქმით, ყოველწლიურად პრესის მოგებიდან შესული გადასახადი ბიუჯეტისთვის ძალიან მცირეა, ხოლო მედია-საშუალებებისთვის ძალიან დიდი თანხა განვითარებისთვის და ჰგონია, რომ პარლამენტი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

პრესისთვის მოგების გადასახადის გაუქმების ინიციატივას ემხრობა, „პრესის ასოციაციის წარმომადგენელი“, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი, ლაშა ტუღუში. მისი აზრით, პარლამენტში შესული ინიციატივა მედიის წახალისებაა. იგი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ამ ინიციატივას დაემატოს პრესის თავისუფლად გავრცელების გეგმაც, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ყველა რეგიონში პრესის მიწოდების თავისუფლებას. 

„იმის გამო, რომ პრესის გავრცელების დროს გაუგებარი ნორმები არსებობდა, პრობლემები ექმნებოდა ბეჭდურ მედიას გავრცელებისას. ხშირად, იღებდნენ პრესის გამავრცელებელ ჯიხურებს. როგორც წესი ამ პროცესს ვიღაც აკონტროლებდა ხოლმე. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, აუცილებელია, მედიის სამართლებრივი დაცვა“, - ამბობს ტუღუში.

ბეჭდური მედია სხვა საგადასახადო შეღავათებით 2004 წლიდან სარგებლობდა. პრესა გათავისუფლებული იყო 18%-იანი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან.

გელა ბოჩიკაშვილი, Media.ge

ახალი ამბები