კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კიდევ ერთი საჩივარი ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ

14 ნოემბერი, 2012
 
2006 წლის 12 იანვარს სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული მარად ართმელაძის მამა, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივრის შეტანას აპირებს. 

როგორც გარდაცვლილ მარად ართმელაძის მამა, მიხეილ ართმელაძე ამბობს, სამართლის საძიებლად შესაბამის ორგანოებს არაერთხელ მიმართა, მაგრამ - უშედეგოდ. 

ახალი მთავრობისაგან მიხეილ ართმელაძე ბაჩო ახალაიას თავისი შვილის მკვლელობის გამოც ითხოვს პასუხისგებაში მიცემას. 

„ჩემი შვილი და მისი ორი მეგობარი ბაჩო ახალაიამ და მისმა სპეცრაზმა ჩახოცა. ჩახოცეს ახალგაზრდები იმისთვის, რომ ციხეში შიში ჰქონოდათ. ბრალად კი ის დაუდეს, თითქოს ციხე უნდა აეღოთ. როგორ შეაღწევდნენ და როგორ აიღებდნენ ციხე?! ახალაიას დასჯას ვითხოვ, მაქსიმუმი სასჯელი უნდა მიესაჯოს“, - აცხადებს მიხეილ ართმელაძე. 

აღნიშნულ სპეცოპერაციის ოფიციალურ მოტივად გარდაცვლილების მიერ რუსთავის ციხის აღების მცდელობა დასახელდა. ხოლო სპეცოპერაციის ჩატარების ოფიციალური საფუძველი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში იმავე დღეს შესული წერილი იყო.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში აღნიშნულია, რომ ამოღებულია 92 მასრა და ერთი ტყვია. ტყვიებიდან მხოლოდ 5-ის იდენტიფიკაცია მოხდა. გამოძიება დარჩენილი 87 მასრის გამოკლევით არც კი დაინტერესებულა.

კომპლექსური კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ერთ-ერთი გარდაცვლილის ტანსაცმლის, გამოკვლევისას დადგინდა, რომ სროლა ნაწარმოებია თითქმის მიბჯენით. დანარჩენი დაზიანებები მიყენებულია 1-1,5 მეტრის მანძილიდან. სწორედ ამიტომ აცხადებს ართმელაძის მამა, რომ თავისი შვილი საკოტროლო გასროლით მოკლეს: „ყელის მარჯვენა ნაწილში ჰქონდა ორი ტყვია მოხვედრილი, მარცხენა მუხლშიც - ორი ტყვია. ეს იყო უდანაშაულო ადამიანის ვერაგული მკვლელობა“.  

თბილისის პროკურატურამ საქმეში არსებული კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, სპეცოპერაცია მართლზომიერ ქმედებად ჩათვალა და გამოძიება შეწყვიტა. გარდაცვლილთა მშობლები დაზარალებულად არ არიან ცნობილი. საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარმოებაში უკვე მიღებული აქვს.

მოკლულთაგან ერთ-ერთი ქობულეთის რაიონის, სოფელ ციხისძირის მკვიდრი რომან სურმანიძეა. ხოლო მარად ართმელაძე და შოთა გორგაძე ხულოს მკვიდრნი და თანაკურსელები იყვნენ. ისინი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდნენ.

აღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ცენტრი 2009 წლის 9 აპრილს წერდა (იხ.: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=7594&lang=geo).

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები