კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნიუ ენერჯის“ საქმიანობის დეტალები საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნება

15 ნოემბერი, 2012

მთავრობის ივლის-აგვისტოს განკარგულებებით დაგეგმილი საგზაო მონაკვეთების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების მაჩვენებელი უმრავლეს შემთხვევაში 3-4 %-ია , - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ 13 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამუშაოს შესრულების მაჩვენებელი მხოლოდ ერთეულ შემთხვევაში აღწევს 20%-ს, განსაკუთრებით რთული ვითარება კი „საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე“, კობი-გუდაურის მონაკვეთზეა.

დავით ნარმანია სამინისტროსა და კომპანია „ნიუ ენერჯის“ თანამშრომლობასა და კომპანიის მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის საკითხსაც შეეხო. მინისტრის თქმით, „ნიუ ენერჯის“ საქმიანობის შესახებ ანგარიში ფინანსთა სამინისტროს გადაეგზავნება. მისივე თქმით, ცალკეული სამუშაოების ექსპერტიზა მოხდება, დოკუმენტები საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნება, ნაწილზე კი ტენდერი გამოცხადდება.

წინა მთავრობის მიერ შესრულებულ სამუშაოებს მინისტრის მოადგილე, შოთა მურღულია გამოეხმაურა. მისი თქმით, სამინისტროს მუშაობის 9 თვის მონაცემებით, დაგეგმილი სამუშაოების მხოლოდ 57%-ია შესრულებული. განსაკუთრებით „კატასტროფული ვითარება“ კი მესამე კვარტალშია, როდესაც მურღულიას ცნობით, გეგმა 43%-ით შესრულდა.

ამასთან, მინისტრის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა „საეჭვო გარემოებების“ შემცველ საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ქუვეითელ ინვესტორს თელავში 3 წლის განმავლობაში 1 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორცილებინა, თუმცა გეგმა შეიცვალა. შერგელაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხსა და ფინანსების წარმომავლობას პროკურატურა შეისწავლის.

ასევე ცნობილი გახდა, რომ კახეთში, სტიქიის სალიკვიდაციო კომისიამ ობიექტების იდენტიფიცირება მოახდინა და უახლოეს მომავალში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ექსპერტების მონაწილეობით, მრჩეველთა ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ქვეყნის დეცენტრალიზაციის პროცესში მონაწილეობას მიიღებს. შერგელაშვილის განმარტებით, დეცენტრალიზაციის განხორციელება მთავრობის მყარი კურსია, რომელიც უახლოესი თვეების პრიორიტეტს წარმოადგენს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები