კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურიას ისევ ძველი კადრები მართავენ

15 ნოემბერი, 2012

არასამთავრობო ორგანიზაციის - „ჩვენ ვირჩევთ სამართალს“ ერთ-ერთი ლიდერი და ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ლელა ნაცვალაძე შსს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში ძველი კადრების დარჩენას აპროტესტებს. ამ თემაზე  მოწყობილ პრესკონფერენცია ლელა ნაცვალაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოზურგეთში არაფერი შეცვლილა და საკადრო ცვლილებები არ გახორციელებულა.

„ოზურგეთელი ჩინოვნიკები სოფელ-სოფელ, რესტორან-რესტორან თანამდებობებზე დარჩენას აღნიშნავენ. ეს განწყობა ადგილობრივ პოლიციელებსაც გადაედო. მინდა მათ შევახსენო, რომ 2011 წლის 26 მაისს, ღამით, მომიტინგეთა სასტიკ დარბევაში მონაწილეობდნენ; სატელიტური ანტენების დადგმის გამო, პოლიციაში დაკითხვებზე იბარებდნენ მოქალაქეებს; 31 სექტემბერს ურეკავდნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს და 2 ოქტომბერს იბარებდნენ დაკითხვაზე... ხალხს, რომელსაც ისინი წინასაარჩევნოდ აშანტაჟებდნენ, აშინებდნენ და ემუქრებოდნენ, არ სურს, რომ ისინი ისევ თანამდებობაზე იხილოს. ოზურგეთში რამაზ ნიკოლაიშვილი არ ჩანს, თორემ ის ადამიანები, რომლებიც მის გვერდით იდგნენ, კვლავ თანამდებობაზე არიან და ისევ ცუდ საქმეებს აკეთებენ“, - განაცხადა ლელა ნაცვალაძემ.

მისივე თქმით, ისევ ძველი დრო რომ არ დაბრუნდეს, აუცილებელია, ასეთ თემებზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხმა ამოიღონ: „ის ქმედებები, რასაც არჩევნების დროს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად აკეთებდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება, დასაგმობია. არადა, საპირისპირო ხდება - სისტემაში კვლავ ძველი კადრები რჩებიან. მაგალითად, გურიაში ბაჩო ახალაის კადრები არიან ისევ თანამდებობებზე. ეს პრესკონფერენცია იმისთვის ჩავატარეთ, რომ ყველამ კარგად გაიგოს, ხალხს სჭირდება ცვლილება და ამ ცვლილებებში შედის ძველი კადრების წასვლა“.

ნინო მშვიდობაძე, გურია

ახალი ამბები