კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლევან გოგიჩაიშვილი შეწყალებაზე უარს აცხადებს

15 ნოემბერი, 2012

„9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის“ დამფუძნებელი, პატიმარი ლევან გოგიჩაიშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა, რაზეც მსჯავრდებული კატეგორიულ უარს აცხადებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ლევან გოგიჩაიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან აცნობა.

„14 ნოემბერს სოციალური სამსახურიდან მივიღე შეტყობინება შეწყალებაზე. მე კატეგორიული უარი განვაცხადე. მიმაჩნია, რომ სააკაშვილის მხრიდან ეს არის უზნეო საქციელი. მე არანაირი მოთხოვნა არ გამიგზავნია მასთან შეწყალებასთან დაკავშირებით. იყო პერიოდი, როდესაც სააკაშვილის წარმომადგენლები, მათ შორის ეკა ხერხეულიძე მოდიოდა და გვთხოვდა, დაგვეწერა შეწყალებაზე განცხადება, რაზეც უარს ვაცხადებდით. ახლანდელი შეწყალება არის პროვოკაცია და ერთგვარი ფეხის წამოდების პრინციპი იმ საკანონმდებლო ქმედებებზე, რომელიც პოლიტპატიმრებთან მიმართებაშია დაგეგმილი. არ გვჭირდება სააკაშვილის ხელმოწერით საპატიმროების დატოვება“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, ოფიციალურ უარს შეწყალებაზე მისი ადვოკატების დახმარებით იტყვის. „9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის“ დამფუძნებელი ლევან გოგიჩაიშვილი 2009 წელს სხეულის დაზიანების ბრალდებით დააკავეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის სასჯელს ამჟამად სასჯელარსრულების რუსთავის #17 დაწესებულებაში იხდის.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები