01:19, Tuesday, 10.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პრეზიდენტის ვიზიტის დროს სკოლის ეზოდან გატაცებულმა პედაგოგმა პროკურატურას მიმართა

16.11.2012
სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის ყოფილმა პედაგოგმა ლამზირა ყორჩიშვილმა, რომელიც 2011 წლის 26 სექტემბერს, სკოლის ეზოდან პრეზიდენტის ვიზიტის დროს გაიტაცეს, პროკურატურას განცხადებით მიმართა. დაზარალებული პედაგოგი გატაცებაში პოლიციის ყოფილ უფროსს, ლევან ბიწკინაშვილს ადანაშაულებს და მის დასჯას ითხოვს.

„გასული წლის აგვისტოში, კახეთის გუბერნატორის მოადგილის ალეკო კახიძის ნათესავმა ლალი კუდაშვილმა, რომელიც სკოლის დირექტორია, სამსახურიდან უსაფუძვლოდ გამათავისუფლა. 26 სექტემბერს გავიგე, რომ მელაანის სკოლის გახსნაზე პრეზიდენტი მოდიოდა. წავედი მასთან შესახვედრად, რომ ამ უკანონობის შესახებ მეთქვა ან წერილი გადამეცა. გურჯაანის პოლიციის მაშინდელი უფროსი ლევან ბიწკინაშვილი მოვიდა და მიბრძანა, ტერიტორია დატოვე, თორემ გაგათრევთ აქედანო. მომკიდა ორმა პიროვნებამ ხელი, მესამე იყო თვითონ ლევან ბიწკინაშვილი და გზის მეორე მხარეს გადამათრიეს. ხალხს რომ  გავცდით, წინააღმდეგობა გავუწიე, მათ თრევით წამიყვანეს, შემაგდეს მანქანაში, თავი მარტყმევინეს მანქანის მინაზე და როგორ აღმოვჩნდი კაჭრეთის საავადმყოფოში, არ მახსოვს. პროკურატურისთვის აქამდე საჩივრით არ მიმიმართავს იმიტომ, რომ აზრი არ ჰქონდა. ახლა შევიტანე საჩივარი ბიწკინაშვილის წინააღმდეგ“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლამზირა ყორჩიშვილმა.

შეგახსენებთ, 2011 წლის 1 ოქტომბერს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი ლამზირა ყორჩიშვილი აღწერს, როგორ გაიტაცეს და ცემეს ის 26 სექტემბერს, მელაანში, პრეზიდენტის ვიზიტის დროს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 1 ოქტომბერსვე გაარკვია, რომ ლამზირა ყორჩიშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსის ლევან ბიწკინაშვილის მანქანით გაიტაცეს. „მერსედესის“ მარკის ვერცხლისფერი მანქანა სახელმწიფო ნომრით GEG – 020, შს გურჯაანის სამმართველოს ბალანსზეა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გურჯაანის პოლიციის უფროსი ლევან ბიწკინაშვილი პირადი პატაკის საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლდა, თუმცა 2012 წლის ივლისში ის შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა, სადაც 2012 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა. პედაგოგის გატაცების საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC