კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შსს–ს ყოფილი თანამშრომლები მოინახულეს

19 ნოემბერი, 2012

სასჯელაღსრულების დაწესებულებების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები 18 წლის ვასილ ჯამალაშვილი, 21 წლის გიორგი ჯავახაძე და 33 წლის ბექა კვარაცხელია მოინახულეს.

მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან საუბრისას სამივე პატიმარმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვთ და დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ. მონიტორინგის ჯგუფის წევრებს მიაჩნიათ, რომ დაწესებულებაში მათი უსაფრთხოება დაცულია.

საკანში, სადაც პატიმრები არიან მოთავსებულები, გათბობა ჩართულია, აქვს სარკმელი, მუშაობს სავენტილაციო სისტემა, საპირფარეშო და ხელსაბანი. დაკავებულები უპრობლემოდ ხვდებიან ადვოკატებს სამუშაო საათებში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები