06:48, Friday, 13.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

თენგიზ გუნავა: „ახალმა ხელისუფლებამ ჩემზე შური იძია“

19.11.2012

ინტერპრესნიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა მთავარ პროკურატურაში საჩივარს შეიტანს. როგორც გუნავამ გლდანის #8-ე საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მისამართით უკანონობა განხორციელდა და მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს მასთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიების ჩატარებას სთხოვს.

თენგიზ გუნავას ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს სასამართლომ, წინასწარი პატიმრობის ნაცვლად, 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.  გლდანის საპყრობილედან იგი 18 ნოემბერს გათავისუფლდა.

„ჩემი მისამართით უკანონობა განხორციელდა და აღნიშნულთან დაკავშირებით შევიტან სარჩელს იმ ხალხის მისამართით, ვინც ჩემს წინააღმდეგ ეს უკანონობა ჩაიდინა“, - აღნიშნა გუნავამ. მისი თქმით, ახალმა ხელისუფლებამ მასზე შური იძია იმის გამო, რომ ბაჩო ახალაიას ახლობელი, მეგობარი და თანამოაზრეა.

ადვოკატების განმარტებით, გუნავას საქმეში არსებობს მთელი რიგი პროცესუალური დარღვევები, რომელთა გამოძიების მოთხოვნითაც მთავარ პროკურატურას მიმართავენ. ადვოკატ გიორგი ონიანის ინფორმაციით, თენგიზ გუნავა სამართალდამცავებმა 16 ნოემბერს, ღამის 02:00 საათზე სადარბაზოსთან დააკავეს, რის შემდეგაც ნარკოტიკული ნივთიერება და იარაღი ჩაუდეს.

„გარდა ამისა დაკავების დროს მას თავზე ჩამოაცვეს ნიღაბი და გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოში, რის შემდეგაც მოსთხოვეს ერთი ჭიქა წყლის დალევა. მას შემდეგ, რაც მან წყლის დალევაზე უარი განაცხადა, დაემუქრნენ ინექციის გაკეთებით. სწორედ ამიტომ მან წყალი დალია. გარდა ამისა, დაკავებისას არ განუმარტეს უფლებები და ადვოკატთან და მეგობრებთან დაკავშირების საშუალებაც არ მისცეს, რაც ასევე პროცესუალური დარღვევაა. ამასთანავე, დაკავების ოქმში დაფიქსირებული არაფერია, რადგან მან ოქმს ხელი არ მოაწერა“, - აღნიშნა გიორგი ონიანმა.

19 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი თენგიზ გუნავას კიდევ ერთმა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, თენგიზ გუნავას ჩაუდეს არა მარტო ნარკოტიკი, არამედ ცეცხლსასროლი იარაღიც. ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ორი ტაბელური იარაღი ჰქონდა და უკანონოდ იარაღის ტარება არ სჭირდებოდა.

რაც შეეხება ნარკოტიკებს, მალხაზ ველიჯანაშვილმა აღნიშნა, რომ ნარკოტიკების ამოღების ფაქტი გაყალბებულია. მისი თქმით, როდესაც თენგიზ გუნავა დააკავეს, მას უთხრეს დაელია წყალი, სადაც ნარკოტიკული ნივთიერება იყო შერეული.

ადვოკატის ცნობით, თენგიზ გუნავამ წყლის დალევაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც სამართალდამცავები დაემუქრნენ, რომ ნარკოტიკებს ინექციით გაუკეთებდნენ. ამის შემდეგ გუნავამ წყალი დალია, რომლის შემდეგაც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ორგანიზმში აღმოჩნდა მორფინი, ხოლო ამოღებული ნარკოტიკი კი, ჰეროინი იყო.

როგორც მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, წყალში ჰეროინი არ იხსნება, ამიტომ გუნავას წყალში გახსნილი მორფინი დაალევინეს.

თენგიზ გუნავას თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ბრალდება, რომ ნარკოტიკებთან რაიმე საერთო ჰქონდა. „მე ერთ მაგალითსაც ვიტყვი - ჩემი ღვიძლი ძმა ნარკოტიკებით გარდაიცვალა და მე არც პანაშვიდზე ვყოფილვარ და არც დაკრძალვაზე. დასკვნის გაკეთება თქვენთვის მომინდვია“, - განაცხადა თენგიზ გუნავამ.

გუნავას დაცვის მხარე მთავარ პროკურატურას მიმართავს მოთხოვნით, მოხდეს იმ პირთა ქმედების შესწავლა, რომლებმაც გუნავას იარაღი და ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. გუნავაც და ადვოკატებიც მთავარ პროკურორს თადარიგის პოლკოვნიკის დაკავების საქმეში მონაწილე სამართალდამცავების დასჯას ითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

სხვა გარემოებებთან დაკავშირებით კი, ღარიბაშვილის განმარტებით, მისთვის არაფერია ცნობილი. „დანარჩენი საკითხები პროკურატურამ შეისწავლა. მე დანიშვნისთანავე განვაცხადე, რომ აღარ მოხდებოდა ვინმესთვის იარაღის, ან ნარკოტიკის ჩადება და ეს ასეც მოხდება. მე მაქვს ინფორმაცია, რომ დაკავებისას თენგიზ გუნავა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. სხვა გარემოებების შესახებ ჩემთვის არაფერია ცნობილი“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC