19 ნოემბერიდან ტყიბულს ახალი პოლიციის უფროსი ყავს. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ტყიბულის პოლიციის უფროსად თემურ ჩუბინიძე დაინიშნა. იგი 15 წლის შემდეგ მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა.
ტყიბულის პოლიციის ახალი უფროსი თემურ ჩუბინიძე ამბობს: „შესაძლებლობის მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა რაიონში წესრიგი და სიმშვიდე გვქონდეს. არის უბნები, სადაც განსაკუთრებული ყურადღების მიქცევაა საჭირო. ამისთვის ამ სტრუქტურის ყველა თანამშრომელი იქნება მობილიზებული“.
თემურ ჩუბინიძე ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ ყველა თანამშრომელი მუშაობას ჩვეულ რიტმში გააგრძელებს.
მარი ტაბიძე, ტყიბული