კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტყიბულელი მეშახტეები ისევ გაიფიცნენ

21 ნოემბერი, 2012

მარი ტაბიძე, ტყიბული

ტყიბულში შპს „საქნახშირის“  მეშახტეები  სამუშაოზე უარს ამბობენ. ისინი გენერალური დირექტორის გადადგომას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების მატებას და ძიძიგურის სახელობის მაღაროს გაუქმების შესახებ არსებული ბრძანების გაუქმებას ითხოვდნენ.

15 ნოემბერს ტყიბულის ზაალ მინდელის სახელობის შპს „საქნახშირის“ მეშახტეების სამი ძირითადი მოთხოვნა ხელმძღვანელობამ დააკმაყოფილა. აღნიშნულ პროცესში ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე აქტიურად იყო ჩართული, რომელიც შპს „საქნახშირის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა.

ამავე დღეს ოფიციალურად გამოცხადდა,  რომ  შპს „საქნახშირის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევ სტროიაკოვსკი დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. ადგილობრივმა წარმომადგენლობამ კი მეშახტეებს პირობა მისცა, რომ ძიძიგურის სახელობის შახტის მდგომარეობა შენარჩუნდებოდა. მეშახტეებს ჰქონდათ ინფორმაცია ამ შახტის გაუქმების შესახებ, რაც ლოგიკურად იქ დასაქმებული 300-მდე ადამიანის გათავისუფლებას გამოიწვევდა.

მეშახტეებს „საქნახშირის“ წარმომადგენლები ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატთან ელისო ჩაფიძესთან ერთად შეხვდნენ. შეხვედრაზე ითქვა, რომ აღნიშნული შახტა არ გაუქმდებოდა და მეშახტეები არ შემცირდებოდნენ. მეშახტეებმა ადმინისტრაციას დაპირებისთვის  წერილობითი სახის მიცემა მოსთხოვეს, რაზეც ადმინისტრაციამ თანხმობა განაცხადა.

შეხვედრიდან გამოსულმა ელისო ჩაფიძემ გაფიცულ მეშახტეებს მუშაობისკენ მოუწოდა. „იმ შემთხვევაში, თუ მეშახტეები მუშაობას არ გააგრძელებენ, მათი ქმედება შეფასდება საბოტაჟად, რომლის უკანაც „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები დგანან“, - განაცხადა ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

20 ნოემბერს ტყიბულში  ძიძიგურის სახელობის მაღაროს მუშები კვლავ გაიფიცნენ. დილით სამსახურში მისულმა მაღაროელებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ „საქნახშირის“ ხელმძღვანელობა უსაფრთხოების მიზნით გარკვეულ უბანზე მაღაროს დემონტაჟს გეგმავდა.

მართალია, ეს ინფორმაცია ოფიციალურად ამ დრომდე არ დადასტურებულა, მაგრამ მაღაროელები მოსალოდნელ დემონტაჟს მაინც კატეგორიულად აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ ეს უბანი დემონტაჟს არ საჭიროებს და სამუშაოდ სრულიად უსაფრთხოა. მაღაროელების თქმით, მაღაროში დემონტაჟის დაწყება  საბაბია, რათა შემდგომ ხელმძღვანელობას მაღაროს დახურვა გაუადვილდეთ.

ამ დროისთვის მაღაროში 42 ადამიანი იმყოფება. ისინი მაღაროდან ამოსვლას და პროტესტის შეწყვეტას მანამდე არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და დოკუმენტურად არ დადასტურდება, რომ მაღარო არ გაუქმდება.

ახალი ამბები