კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პერეველებს „სამხრეთ ოსეთში“ გადასული საქონლის უკან გამობრუნება აღარ შეუძლიათ

21 ნოემბერი, 2012

საჩხერის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობა პრობლემებს უჩივის. სოფელ პერევისა და ქარძმანის მოსახლეობა სამხრეთ ოსეთის მხრიდან არსებულ ზეწოლაზე საუბრობს.

მოსახლეობის განცხადებით, თუკი შინაურმა პირუტყვმა არაღიარებული სამხრეთ ოსეთის საზღვარი გადაკვეთა, მაშინ მათი უკან დაბრუნების შანსი ნულია. მოსახლეობას საზღვართან მდგომი სამხედროები საქონლის გადმოსადენად პერეველებს რუსეთის პასპორტს სთხოვენ.

„ნუთუ ეს ტერიტორია ამათ უნდა დარჩეთ?! ჩვენს მინდვრებს და ტყეებს ესენი უნდა აკონტროლებდნენ?! ფაქტობრივად, გამოდის, რომ ჩვენ  საძოვარი მინდვრები არ დაგვრჩა“, - აცხადებენ გლეხები.

მარი ტაბიძე, საჩხერე

ახალი ამბები