კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ოთხაში ჭერიდან გასანათებელი მოწყობილობა ჩამოვარდა

22 ნოემბერი, 2012
 
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის სამუშაო კაბინეტში ჭერიდან გასანათებელი მოწყობილობა ჩამოვარდა.

შემთხვევა კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას მოხდა და დეპუტატების მაგიდაზე გამანათებელი მუშაობის დროს დაეცათ. როგორც ხუნდაძემ განაცხადა, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. 

„გამანათებელი შუა მუშაობის დროს დაგვეცა. გადავრჩით, რომ თავში არავის მოგვხვდა. სხვა შემთხვევაში, ამას მძიმე შედეგი მოჰყვებოდა“, - აღნიშნა ხუნდაძემ. 

მისივე თქმით, შენობა საფრთხის შემცველია და, როგორც ირკვევა, საფრთხე უფრო მეტია.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კობა დავითაშვილი საკომიტეტო ოთახების უსაფრთხოების კუთხით შემოწმებას მოითხოვს. ჯანდაცვის კომიტეტზე გამანათებელი მოწყობილობის ჩამოვარდნის შემდეგ დავითაშვილმა განაცხადა, რომ უნდა შემოწმდეს, კომიტეტების ოთახებში რამდენად არის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი. 

„ამ შენობის აშენებაზე 360 მილიონი ლარი დაიხარჯა. მე მაინტერესებს, ამაზე დაიხარჯა ეს თანხა?! სამთავრობო დაცვისგან და შენობის კომენდანტისგან მოვითხოვ, უსაფრთხოების მიზნით, შემოწმდეს ყველა კომიტეტის ოთახი. თუ დადგინდება, რომ იგივე პრობლემა სხვაგანაც არის, სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს! თუ დადგინდება, რომ სხვაგან არ არის მსგავსი პრობლემა და მარტო ჩვენს კომიტეტში მოხდა, ამაზე გამოძიებაა ჩასატარებელი“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ინტეპრესნიუსი

ახალი ამბები