კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის პასუხი პრემიერ მინისტრს

26 ნოემბერი, 2012

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის 22 ნოემბერის შეთავაზებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „მეცხრე არხის“ შესაძლო შერწყმის შესახებ, ოფიციალურ განცახდებას აქვეყნებს. დღეს, 23 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცახდებაში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებიდან სამართლებრივად შესაძლებელია მხოლოდ ორი შემთხვევა - „მეცხრე არხის“ კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური ქონების საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემა და „მეცხრე არხის“ თანამშრომლების მაუწყებელში დასაქმება.

საქართველოს კანონმდებლობით, კერძო ტელევიზიისგან საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ტექნიკურ-მატერიალური ქონების გადაცემის საკითხს, თუ ქონების ღირებულება არ აღემატება მაუწყებლის ბიუჯეტის 1პროცენტს იხილავს მაუწყებლის გენერალური დირექტორი. სხვა შემთხვევაში კი, საბოლოო გადაწყვეტილებას არხის სამეურვეო საბჭო იღებს.  აქვე მოყვანილია მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 32-ე  მუხლის მე-4-ე პუნქტი, რომლის მიხედვითაც მაუწყებლის გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობს და წარმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას, წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში და მხოლოდ იგი იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა დაქირავების შესახებ.

მაუწყებლის გამოქყვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერ მინისტრის განცხადება ალტერნატიული საზოგადოებრივი მაუწყებლობის შექმნის შესახებ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს მაუწყებლობის შესახებ. ,,პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით ეს კანონი აფუძნებს ერთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას“, - საქართველოს კანონის მე-15-ე მუხლი.

ნებისმიერ სხვა ასპექტში საუბარს არხის მომავალზე  საზოგადოებრივი მაუწყბელი აღიქვამს მომავალში პირდაპირი, ან ირიბი ზეწოლად.

გელა ბოჩიკაშვილი, media.ge

ახალი ამბები