კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კანონში ცვლილება დაქირავებულის უფლებებს გააძლიერებს

26 ნოემბერი, 2012

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა შრომის კოდექსში ცვლილებებზე მუშაობა დაიწყო. საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, ქვეყანაში მოქმედი კანონი, რომელიც დაქირავებულის უფლებების იგნორირებაზეა ორიენტირებული, სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს. მათი განმარტებით, კანონში ცვლილება დაქირავებულის უფლებებს გააძლიერებს.

„შრომის კანონი თავიდან ბოლომდე შესაცვლელია, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ იმ მუხლზე ვიმუშავებთ, რომელიც უშუალოდ დამქირავებლის მიერ დაქირავებული პირის  უფლებებზეა ორიენტირებული. ის ხალხი, რომელიც ბოლო პერიოდში პარლამენტთან იკრიბება და უუფლებობაზე ჩივის, პატივისცემას და ყურადღებას იმსახურებს. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა და მალე შრომის კოდექსის სხვა მუხლებსაც შევეხებით“, - აცხადებს უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე.

საქართველოს პარლამენტთან საგაფიცვო აქციებმა ბოლო პერიოდში პერმანენტული ხასიათი მიიღო. ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის, ტყიბულის მაღაროს, ასევე, ზესტაფონის ფეროს მუშები საკუთარი უფლებების დაცვას, კერძოდ - შრომის საზღაურს ითხოვდნენ. მშრომელთა აქციის ფონზე ჩაიარა მერვე მოწვევის პარლამენტის პირველმა სხდომამაც. 21 ოქტომბერს, ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი სხვადასხვა საწარმოს მუშები მოკლევადიანი და ზეპირი შრომითი ხელშეკრულებების გაუქმებას და ხელმძღვანელობის მხრიდან მათ მიმართ მონური დამოკიდებულების შეწყვეტას ითხოვდნენ.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები