კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მცხეთის მუნიციპალიტეტის ახალი შენობა, ე. წ. „ნოეს კიდობანი“ იუნესკოს არ მოსწონს

26 ნოემბერი, 2012

„ნოეს კიდობანი“ – ასე აფასებენ მცხეთის მაცხოვრებლები მუნიციპალიტეტის ახალ ადმინისტრაციულ შენობას, რომლის მშენებლობაზეც 4 მილიონი ლარი დაიხარჯა. იუნესკოს გაფრთხილების მიუხედავად, უცნაური ფორმის ახალი შენობა მცხეთის ძველ უბანში, სვეტიცხოველთან ახლოს ააშენეს.

მცხეთა ქალაქ-მუზეუმად არის გამოცხადებული და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. იუნესკო სვეტიცხოველის ტაძარსა და ჯვრის მონასტერს შორის არსებული ტერიტორიის განაშენიანებას ეწინააღმდეგება. იუნესკოს 36–ე სესიის წინასწარ დასკვნაში წერია: „2010 წელს, მისიამ, რომელიც იმყოფებოდა მცხეთაში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სენსიტიურ ტერიტორიას, რომელიც არსებობს მდინარე მტკვრის სანაპიროზე, სვეტიცხოველის ტაძარსა და ჯვრის მონასტერს შორის. ეს ტერიტორია არ უნდა იყოს განაშენიანებული“.
 
დასკვნის მიხედვით, ახალი შენობები ქალაქის იერსახეს არ შეესაბამება, ხოლო რესტავრირებულ ტაძრებს ავთენტურობა აქვს დაკარგული.
 
ე.წ. „სენსიტიურ ზონაში“, სვეტიცხოვლის და ჯვრის მონასტრის ფონზე, ადმინისტრაციული შენობის გარდა, 2 შემინული შენობა დგას. ერთში პოლიციაა განთავსებული, მეორეში „საქპატენტი“. იქვე ასევე მინისგან შენდება იუსტიციის სახლიც. ამ შენობებიდან ადგილობრივები ყველაზე უსახურად ადმინისტრაციულ შენობას მიიჩნევენ, მაგრამ ბევრი რესპოდენტი შეფასების ღიად დაფიქსირებას მოერიდა.
 
მცხეთის ახალი გამგებლის, გივი გიუტაშვილის თქმით, ახალი ადმინისტრაციული შენობა არც მას მოწონს. „ეს შენობა არც მე მომწონს, მაგრამ ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. შენობის ბედი საპატრიარქოსთან შეთანხმებით და იუნესკოს აზრის გათვალისწინებით გადაწყდება. მეც მაქვს ინფორმაცია, რომ იუნესკო ამ მშენებლობებს მხარს არ უჭერდა“, – განუცხადა გივი გიუტაშვილმა მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს.
 
ადმინისტრაციული შენობა შიგნიდან თანამედროვედ არის მოწყობილი. მეტი კომფორტისთვის შენობაში მინის ლიფტიც არის დამონტაჟებული, რომელიც როგორც თანამშრომლებმა გვითხრეს, ხშირად გამოდის მწყობრიდან და იჭედება. შენობის პირველ სართულზე გამგეობაა განთავსებული, მეორეზე საკრებულო, მესამე სართული კი გუბერნატორის ადმინისტრაციას უკავია.
 
გუბერნატორის პირველი მოადგილის გივი ამირხანაშვილის განცხადებით, ახალ შენობაში გადასვლის საჭიროება, ადმინისტრაციის ძველი შენობების გაუმართაობამ განაპირობა. „ახალ შენობაში თანამშრომლების გაშლა მოხდა, სამუშაო სივრცე უფრო დიდია და ჩვენს საქმეს აქ გაცილებით უკედ გავაკეთებთ“, - განუცხადა ამირხანაშვილმა მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები