კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება თვითმმართველობებიდან და საპატრულო პოლიციიდან მოქალაქეთა უმიზეზოდ გათავისუფლების თაობაზე

20 ნოემბერი, 2012

 ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია ინფორმაციით, რომელსაც ორგანიზაციას აწვდიან შინაგან საქმეთა სამინისტროდან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან უმიზეზოდ დათხოვნილი თანამშრომლები ან მათი ოჯახის წევრები.

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური კოალიციის, „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისას განაცხადა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებები შეეხებოდა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებს - მინისტრებს და მათ მოადგილეებს, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ წინა ხელისუფლების მრავალი უკანონო გადაწყვეტილების აღსრულებაზე. რაც შეეხება აღმასრულებელი ხელისუფლების დაბალ რგოლებს, ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ მათ სამსახურიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში დაითხოვდნენ, თუ საქმიანობაში კონკრეტულ დანაშაულის ნიშნებს ან დარღვევებს აღმოუჩენდნენ.

ამ განაცხადის მიუხედავად, ადამიანის უფლებათა ცენტრს აქვს ინფორმაცია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ საპატრულო პოლიციაში დაიწყო ქვედა რგოლებში დასაქმებული ადამიანების მასობრივი დათხოვნა სამსახურიდან. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ინფორმაციით, მათ აიძულებენ, დაწერონ პატაკები სამსახურიდან წასვლაზე ისე, რომ არ განუმარტავენ მიზეზს. თავის მხრივ, პოლიციელები უსიტვოდ ემორჩილებიან ზემდგომი თანამდებობის პირთა ბრძანებას პატაკის დაწერის თაობაზე და საქმის უფრო გართულების შიშით, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზეც თავს იკავებენ. ამ გზით საპატრულო პოლიციიდან დაითხოვეს ისეთი პატრულები, რომლებსაც არც დემონსტრაციის დარბევებსა და სხვა უკანონო ქმედებებში აქვთ მონაწილეობა მიღებული და სამსახურშიც აქამდე არანაირი გაფრთხილება ან საყვედური არ მიუღიათ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს და მთავრობის სხვა წევრებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან გადაწყვეტილების მიღებაზე, არ დაუშვან ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, თავი აარიდონ საკადრო ცვლილებებში ნეპოტიზმის გამოვლენას და უზრუნველყონ საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებების დაცვა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი დამატებით მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პირადად დაინტერესდეს საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა პატაკებით და გამოარკვიოს სამსახურიდან მათი დათხოვნის რეალური მოტივაცია. ამავე დროს, აღკვეთოს ნეპოტიზმის შესაძლო გამოვლინებები ძალაუფლების გადაბარების მიმდინარე პროცესში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები