კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბარცხანის მოსახლეობა სუფთა ჰაერს ითხოვს

27 ნოემბერი, 2012

ბათუმის ბარცხანის დასახლების მოსახლეობამ 24 ნოემბერს გზა გადაკეტა. მათ წლების განმავლობაში მოუგვარებელ ეკოლოგიურ მდგომარეობას გააპროტესტეს, რომელსაც ზეთის მწარმოებელი ქარხანა „ბათოილი“ დღემდე ქმნის.

„ბავშვები აუტანელი სუნის და ამ მავნე გამონაბოლქვის გამო, ეზოში კი არა, აივანზეც ვერ გავიყვანია. წლებია, უკვე ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ და არავის მოუხედია ჩვენთვის. ჩვენც ხომ გვინდა ნორმალურად ვისუნთქოთ? დავაადით უკვე“, -  ბარცხანის მკვიდრმა განაცხადა ნანა მელაძემ.

„ხომ შეიძლება ნორმალურად გამართონ ქარხანა და შემდეგ ამუშაონ?! დღისით არ ჩანს კვამლი. დაღამდება თუ არა, იწყებენ მუშაობას. ღამით კვამლს ვერ ვხედავთ, მაგრამ საშინელი სუნია. ყველაფერი რომ გამართული იყოს ამ ქარხანაში, ასე ხალხი არ უნდა ვიწამლებოდეთ. ფანჯარასაც კი ვერ ვაღებთ“, - აღნიშნა მარინა ბერიძემ.

„ბათოილი“ რამდენიმე თვის წინ გასხვისდა. ახალი მფლობელი შპს „ივერია-ოილ ინტერნეიშენალია“.

შპს-ს დირექტორის მოადგილე, ზაზა გუმბარიძე, აცხადებს, რომ მოსახლეობის პროტესტი შესაძლოა სამართლიანია: „ერთი თვეა, რაც ჩვენი კომპანია შემოვიდა ამ ქარხანაში და ამ დროში, ფიზიკურად შეუძლებელია ყველა იმ გადაიარაღების დასრულება, რაც ჩვენ დავიწყეთ. რამდენიმე თვე სჭირდება საჭირო ფილტრების შეძენასა და დამონტაჟებას“.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები