კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის საკრებულოს წევრები „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებენ

27 ნოემბერი, 2012

ბათუმის საკრებულოს უმრავლესობა, რომელსაც ჯერ კიდევ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“ წარმოადგენს, თანდათან სუსტდება. 22 ნოემბერს საკრებულოს უმრავლესობის რიგები კიდევ ორმა წევრმა დატოვა: კობა ზაქარაიამ და მარიზა აბაშიძემ, რომელიც ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორიცაა. აბაშიძე მანამდე აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის მოადგილეც იყო.

კობა ზაქარაია სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ მას საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდთან შეუთანხმებლობა დიდი ხანია, ჰქონდა და გუნდიდან გასვლა 1 ოქტომბრის არჩევნებს არ უკავშირდება: „ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ საკრებულოს თავისუფალი წევრი ვყოფილიყავი. ჩემი შენიშვნები და შეხედულებები მქონდა, რაც არ ემთხვეოდა მათსას და ამიტომ დავტოვე. არჩევნები არაფერ შუაშია“.

ამჟამად, ბათუმის საკრებულოს 23  წევრიდან  უმრავლესობა - 12 ისევ „ნაციონალი“ დეპუტატია.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები